ჩინეთის დამოუკიდებელი გადამამუშავებელი მწარმოებლები რუსულ ნავთობს დიდი ფასდაკლებით ყიდულობენ, რადგან დასავლეთის ქვეყნები აჩერებენ საკუთარ შესყიდვებს უკრაინაში ომის გამო.
შანდონგში დაფუძნებული დამოუკიდებელი გადამამუშავებელი ქარხნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მას საჯაროდ არ განუცხადებია ინფორმაცია რუსეთის ნავთობის მომწოდებლებთან გარიგების შესახებ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რათა თავიდან აიცილოს კონტროლი და არ დაზარალდეს აშშ-ს სანქციებით.
ოფიციალურმა პირმა დაამატა, რომ გადამამუშავებელმა ქარხანამ აიღო რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვის კვოტა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასაქონლო სავაჭრო ფირმებისგან, რომლებიც, როგორც ჩანს, წარმოადგენენ პეკინს და ძირითადად უარს აცხადებენ ახალი მიწოდების კონტრაქტების გაფორმებაზე.
ბევრი დასავლური კომპანია ახორციელებს თვითსანქცირებას, რაც ზრდის მოლოდინს, რომ ჩინეთი ჩაერევა და გასაყიდად დარჩენილ ნავთობს სრულად იყიდის.
ჩინეთის დამოუკიდებელი გადამამუშავებელი ქარხნებიდან შესყიდვები ცხადყოფს, თუ როგორ გვერდს უვლის ზოგიერთი იმპორტიორი ტრადიციულ მარშრუტებს იაფფასიან რუსულ ნავთობზე წვდომისთვის.
შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა აკრძალეს რუსული ნავთობი, ხოლო ევროკავშირი განიხილავს ემბარგოს და შეზღუდვების შემოღებას. 15 მაისიდან ევროკავშირსა და შვეიცარიაში დაფუძნებული სასაქონლო მოვაჭრეები როსნეფტის კასრებს მსოფლიოში სხვაგან ვერ გაყიდიან.
FT.COM