ჩინეთის მთავარი მიზანი დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაუმჯობესებაა, წერს გაზეთი Financial Times.
ჩინელ ოფიციალურ პირებსა და ქვეყნის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ იგეგმება ევროპასთან ურთიერთობების აღდგენა, რომელიც უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ პეკინის მიერ რუსეთის მხარდაჭერამ დააზიანა.
ამ დროისათვის ჩინეთი ფიქრობს, რომ რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინასთან კონფლიქტში გამარჯვებას. პეკინში ვარაუდობენ, რომ რუსეთი კონფლიქტიდან „მსოფლიო არენაზე ეკონომიკურად და დიპლომატიურად დასუსტებულ სახელმწიფოდ“ გამოვა.
FT-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი არწმუნებს ევროპის მთავრობებს, რომ მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობებს ვლადიმირ პუტინის შესაკავებლად იყენებს, რათა ბირთვული იარაღის გამოყენება არ დაუშვას.