ევროპის ზოგიერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია კრემლის მიერ მოთხოვნილი რუსული გაზის გადახდის ახალ სისტემას აყალიბებს, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, შეამცირებს ევროკავშირის სანქციებს, საფრთხეს უქმნის ბლოკის ერთიანობას და მილიარდობით ნაღდ ფულს გადასცემს რუსეთის ეკონომიკას.
გაზის დისტრიბუტორები გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთსა და სლოვაკეთში - მათ შორის რუსული გაზის ორი უმსხვილესი იმპორტიორი, დიუსელდორფში Uniper და ვენაში OMV - ემზადებიან რუბლის ანგარიშების გასახსნელად შვეიცარიაში გაზპრომბანკში.
მათ განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები კომუნალურ კომპანიებსა და გაზპრომს (რუსეთის სახელმწიფო კონტროლირებადი გაზის მიმწოდებელს) შორის, გააქტიურდა, როგორც კი გადახდის ვადები მოახლოვდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მარტის ბოლოს გამოსცა განკარგულება, რომ გაზის მყიდველებს ე.წ. არამეგობრული ქვეყნებიდან - რომელიც მოიცავს მთელ ევროკავშირს - უნდა გაეხსნათ როგორც უცხოური ვალუტის, ასევე რუბლის საბანკო ანგარიშები გაზპრომბანკში, შვეიცარიაში დაფუძნებული გაზპრომის ფინანსური სავაჭრო ფილიალში. ეს ღონისძიება განიხილებოდა, როგორც ევროკავშირის სანქციების განეიტრალება რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო.
გაზის იმპორტიორებს პოლონეთსა და ბულგარეთში, რომლებმაც უარი თქვეს კრემლის სქემაზე გადასვლაზე, ოთხშაბათს შეუწყდათ გაზის მიწოდება რუსეთიდან, გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შანტაჟის ტოლფასად შეაფასა.
FT.COM