იენი დოლართან მიმართებაში 135,17 ¥-მდე დაეცა, რაც 24-წლიანი მინიმუმია.
„მნიშვნელოვანია, რომ ვალუტის კურსები სტაბილურად მოძრაობდეს, მაგრამ ბოლო დროს მოხდა იენის მკვეთრი ვარდნა, რაც ჩვენ შეშფოთება იწვევს“, - თქვა იაპონიის კაბინეტის მთავარმა მდივანმა ჰიროკაზუ მაცუნომ ტოკიოში.
თუმცა მან უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, ჩაერევა თუ არა მთავრობა იენის ვარდნის შესაჩერებლად.
პარასკევს, იაპონიის ბანკმა, ფინანსთა სამინისტრომ და ფინანსური მომსახურების სააგენტომ გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც შეშფოთება გამოხატეს იენის მკვეთრი ვარდნის გამო. ბოლო 12 თვის განმავლობაში იენი დოლართან მიმართებით 20 პროცენტზე მეტით დაეცა.
FT.com