სასურსათო კრიზისი ახალ ძალებს იკრეფს. მას შემდეგ რაც ინდოეთმა ექსპორტი აკრძალა ხორბლის ფასი მომენტალურად 6%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია Financial Times ავრცელებს.
ინდოეთის გადაწყვეტილებას კრიზისი არ წარმოუშვია, მან კრიზისი მხოლოდ გაამწვავა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ხორბლის ფასი 54%-ითაა გაზრდილი. ეს რიცხვი მსოფლიო მასშტაბით დამატებით ათობით მლნ ადამიანის სიღარიბის ზღვარს მიღმა გადასვლის პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა.
სასურსათო კრიზისი რუსეთის უკრაინაში ინტერვენციამ წარმოშვა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხვნა-თესვის სამუშაოები შეუძლებელი გახდა, არაოკუპირებულ მინდვრებზე ფერმერები ჯავშანჟილეტებით მუშაობენ. გარდა ამისა რუსეთი არც მარაგების დაბომბვას ერიდება და არც ძარცვას. მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი უკრაინაში თავად გახდა ხორბლის მოროდიორი.
ინდოეთის პრემიერმა ნარენდრა მოდიმ, რომელიც 1 თვით ადრე მსოფლიოს მარცვლეულის მიწოდებით დახმარებას ჰპირდებოდა, ექსპორტის აკრძალვა გვალვებით ახსნა.
პური საქართველოშიც გაძვირდა. საქსტატის ცნობით აპრილში სამომხმარებლო ფასები 12.8%-ით გაიზარდა, თუმცა ინფლაცია საკვების მიმართულებით უფრო მაღალი იყო და ის 21.3%-ით გაძვირდა, უშუალოდ პურზე კი ფასმა 29.7%-ით მოიმატა. იმავე აპრილში სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ 652 ათასს მიაღწია, რაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 48%-ით აღემატება.