FT - NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნები შიშობენ, რომ უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღს კრიმინალური ჯგუფები ყიდიან

FT - NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნები შიშობენ, რომ უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღს კრიმინალური ჯგუფები ყიდიან

access_time2022-07-13 08:30:23

NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის უკეთესად მონიტორინგს ითხოვენ, რადგან არსებობს საშიშროება, რომ კრიმინალურ ჯგუფებს ქვეყნიდან კონტრაბანდის სახით გააქვთ და ევროპის შავ ბაზარზე ყიდიან. ამის შესახებ გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ წერს.


როგორც გამოცემა თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, NATO-ს რამდენიმე წევრი ქვეყანა განიხილავს კიევთან უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის მონიტორინგის სისტემის გარკვეულ ფორმას ან დეტალური აღრიცხვის სიებს. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, უკრაინის მთავრობა აყალიბებს იარაღის უფრო ფართო მონიტორინგისა და კონტროლის სისტემას დასავლური ქვეყნების დახმარებით.


„მთელი ეს იარაღი ჩადის სამხრეთ პოლონეთში, ტრანსპორტირდება საზღვართან და შემდეგ უბრალოდ ნაწილდება მანქანებში საზღვრის გადასაკვეთად: სატვირთო მანქანებში, ფურგონებში, ზოგჯერ კერძო ავტომობილებში. ამ მომენტიდან ჩვენ არაფერი ვიცით მათი ადგილმდებარეობის შესახებ და წარმოდგენა არ გვაქვს, სად მიდის ის, სად გამოყენება და ისიც კი, რჩება თუ არა ის ქვეყანაში“, – განუცხადა „ფაინენშელ თაიმსს“ ერთ-ერთმა დასავლელმა მაღალჩინოსანმა.


როგორც იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბონი დენის ჯენკინსმა განაცხადა, იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინაში გაგზავნილი იარაღი არასწორ ხელში მოხვდეს, არის მრავალ განსახილველ საკითხს შორის ქვეყანაში არსებული რთული სიტუაციის გათვალისწინებით.



„აშშ ძალიან სერიოზულად უდგება ჩვენს პასუხისმგებლობას, დაიცვას ამერიკული წარმომავლობის თავდაცვითი ტექნოლოგიები და აღკვეთოს მათი გაჟონვა ან უკანონო გავრცელება“, – განაცხადა ჯენკინსმა და აღნიშნა, რომ აშშ ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტზეა.


„ჩვენ დარწმუნებული ვართ უკრაინის მთავრობის ვალდებულებაში, სათანადოდ დაიცვას და აღრიცხოს აშშ-ის იარაღი“, – განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.


თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა იური საკმა განაცხადა, რომ იარაღის ნებისმიერი გადაადგილება, იქნება ეს უკრაინაში ტრანსპორტირება, თუ უკრაინიდან გატანა, როდესაც ეს აუცილებელია შესაკეთებლად, ყურადღებით კონტროლდება როგორც უკრაინის, ისე მისი საერთაშორისო პარტნიორების მიერ.


როგორც „ფაინენშელ თაიმსი“ წერს, უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის მონიტორინგის საკითხი განიხილებოდა მიმდინარე კვირას ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეც.


„რთულია იარაღის კონტრაბანდის თავიდან აცილება – ჩვენ ვერ მივაღწიეთ ამას ყოფილ იუგოსლავიაში და სავარაუდოდ ვერ ავიცილებთ თავიდან უკრაინაში“, – განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოჩოვამ პარასკევს მედიასთან. მისი თქმით, მას სჯერა, რომ დონორი ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ, იარაღის კონტროლისთვის, თუმცა როგორც მან აღნიშნა, შეუძლებელია მონიტორინგი გაუწიო იარაღის ყველა ერთეულს.


„პირველი არხი“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up