გერმანული ბრენდი Porsche ევროპის ყველაზე ძვირადღირებული ავტომწარმოებელი კომპანია გახდა. Porsche-მ საფონდო ბირჟაზე საბაზრო კაპიტალიზაციით პირველ ადგილზე მყოფ Volkswagen-ს გადაუსწრო.
ამ დროისთვის Porsche-ს საბაზრო ღირებულება 82 მილიარდ დოლარს შეადგენს, Volkswagen-ის კი - 78 მილიარდ დოლარს.
მსოფლიო რეიტინგის სათავეში კი 749 მლრდ დოლარის კაპიტალიზაციით ამერიკული Tesla-ა, მეორე ადგილს 188 მლრდ დოლარით იაპონური Toyota იკავებს.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ავტომწარმოებლების ხუთეული ასეთია:
1. Tesla - 749 მლრდ. დოლარი
2. Toyota - $188 მლრდ დოლარი
3. Porsche - $82 მლრდ დოლარი
4. Volkswagen - $78 მლრდ დოლარი
5. Mercedes-Benz - $57 მლრდ დოლარი.
Porsche-ს უმსხვილეს ინვესტორთა შორისაა: Qatar Investment Authority, T. Rowe Price Group, Norges Bank და Abu-Dhabi Developmental Holding Company.
ft.com