2000-მდე უცხოურმა კომპანიამ რუსეთის ფინანსთა სამინისტროს საგარეო საინვესტიციო კომისიაში საკუთარი აქტივების გაყიდვის თაობაზე რუსული ბაზრის დატოვების მიზნით განაცხადი შეიტანა. - ამის შესახებ Financial Times ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
„კომისია თვეში სამჯერ იკრიბება და ერთ სხდომაზე განიხილავს არა უმეტეს შვიდ განაცხადს“ - უთხრა წყარომ გამოცემას, მისივე ცნობით იმ შემთხვევაში თუ ეს ტემპი შენარჩუნდება, ფინანსთა სამინისტროს კომისიას განაცხადების განხილვისთვის თითქმის რვა წელი დასჭირდება.
რუსეთის ფინანსთა სამინისტროს 27 მარტის გადაწყვეტილებით, კომპანიებმა არამეგობრული ქვეყნებიდან, რომლებსაც სურთ გაყიდონ აქტივები რუსეთში, ფედერალურ ბიუჯეტში კონტრიბუცია უნდა შეიტანონ, რომელსაც ოფიციალურად უწოდებენ ნებაყოფლობის და უნდა იყოს საბაზრო ღირებულების ნახევრის 10% გაყიდული აქტივების ღირებულება. თუ აქტივები გაიყიდება 90%-ზე მეტი ფასდაკლებით, მაშინ საკომისიო სრული ფასის 10%-მდე იზრდება.
აქამდე, კომპანიები რომლებიც რუსეთის ბაზარს ტოვებდნენ, ჰქონდათ არჩევანი „ნებაყოფლობითი შენატანის“ და აქტივების გაყიდვას შორის, რომელიც 50%-იანი ფასდაკლებით და რამდენიმე წლიანი განვადებით უნდა გაეყიდათ. „მთავარი განსხვავება ახალ წესებსა და ძველ წესებს შორის არის ის, რომ კომპანიებს არჩევანი აღარ აქვთ. ეს არის უძრავი ქონების კონფისკაცია“, – ამბობს ილია რაჩკოვი, იურიდიული ფირმის Nektorov, Savelyev & Partners-ის პარტნიორი FT-თან ინტერვიუში.