FT: სტაგფლაცია გარდაუვალია

FT: სტაგფლაცია გარდაუვალია

access_time2022-05-02 14:30:56

უკრაინაში რუსული ინტერვენცია მესამე თვეა გრძელდება. ომის დასრულების ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს. მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი კი ნეგატიურ გავლენას მთელს მსოფლიოზე, უმთავრესად კი რეგიონზე ახდენს. სახელმწიფოთა აბსოლუტურ უმრავლესობაში მშპ-ის ზრდის ტემპი შემცირდა, ინფლაცია კი მკვეთრად გაიზარდა. Financial Times სტაგფლაციას უკვე გარდაუვალ ფაქტად მიიჩნევს.

 

სტაგფლაცია არის მდგომარეობა, როდესაც ეკონომიკური ზრდის ტემპი მკვეთრად კლებულობს, პარალელურად კი ინფლაციაც იზრდება და უმუშევრობაც. 2020-ის მსგავსად იმის ალბათობა, რომ გლობალური ეკონომიკა შემცირდება, თუ კონფლიქტი გლობალურ ომში არ გადაიზარდა, დაბალია, მაგრამ აღდგენის ტემპი მკვეთრად დაიკლებს.

 

XX საუკუნის 20-იან წლებში, დიდ დეპრესიამდე, მსოფლიო ომისა და ესპანურ გრიპად წოდებული პანდემიის გადავლის შემდეგ სწრაფი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდებოდა. რეგულაციების მოხსნისა და დანაზოგების ხარჯვის გაგრძელების გამო, 2022 წელიც ეკონომიკურად აქტიური უნდა ყოფილიყო, მაგრამ 24-მა თებერვალმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

 

ახლა პარალელი უკვე არა 20-იან წლებთან არამედ 70-იანი წლების ნავთობის კრიზისთან კეთდება. შეერთებულ შტატებში 60-იან წლების პირველ ნახევარში ინფლაციის განაკვეთი 1-3 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა, ათწლეულის ბოლოს 5%-ს მიაღწია, 1974 და 1979 წლებში  11%-ს გადააჭარბა, 1980 წელს კი 13%-ს. დოლარის ამჟამინდელი კურსით 1973 წელს 1 ბარელი ნავთობი $23 ღირდა, 1962 წელს - $74, 1980 წელს კი $140.

 

მიმდინარე ინფლაციის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მიზეზიც ნავთობის მკვეთრი გაძვირებაა. ამჟამად ფასი 8 წლიან მაქსიმუმზეა, რამდენიმე კვირის წინ 14 წლიან მაქსიმუმსაც მიაღწია.

 


ფასების ზრდის კიდევ ერთი მიზეზი მოსალოდნელი სასურსათო კრიზისია. რუსეთს და უკრაინაზე ომამდე  ხორბლის ექსპორტის 30% მოდიოდა. როგორც ერთი ასევე მეორე სახელმწიფო დიდი რაოდენობით აწარმოებდა სხვა მარცვლოვან კულტურასაც - ქერს, სიმინდს, მზესუმზირას. უკრაინელი ფერმერები შეძლებისდაგვარად ხვნა-თესვით სამუშაოებს აგრძელებენ, მაგრამ სრულად ვერა. ბლოკირებული პორტების გამო ფერხდება ექსპორტიც. ექსპორტი შეფერხებულია რუსეთიდანაც. საწვავის გაძვირების გამო მიწის დამუშავება და მოსავლის მოყვანის ხარჯი დანარჩენ მსოფლიოშიც გაიზარდა, რაც იმის წინაპირობას ქმნის, რომ ფასები ომის უეცარი დასრულების შემთხვევაშიც კი მყისიერად ვერ შემცირდება.

 

ინფლაციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მექანიზმი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა. ეს იციან ვაშინგტონშიც და სხვა ქვეყნებიც ცენტრალურ ბანკებშიც, მაგრამ მათ ასევე ესმით, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავისი ფასი ექნება, რაც დაკრედიტების გართულებასა და ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო შემცირებას გულისხმობს.

 

სავალუტო ფონდის შეფასებით, წელს გლობალური ეკონომიკური ზრდის ტემპი წინასწარ პროგნოზირებულ 4.1%-ის ნაცვლად 3.3% იქნება, ინფლაცია კი 3.9%-ის ნაცვლად 6.2%.

 

მდგომარეობა უფრო მძიმე ევროპასა და ამერიკაშია. აზიაში კრიზისის მასშტაბი უფრო ნაკლებია, მაგრამ მაინც საგრძნობი.


 


ომით ყველაზე დიდი ზიანი თავად უკრაინას ადგება. სხვადასხვა შეფასებით წელს უკრაინის ეკონომიკა 40-45 პროცენტით შემცირდება, ანუ იმდენივეთი, რამდენითაც საქართველოში 1992 წელს. რუსეთის სავარაუდო დანაკარგი წელს ეკონომიკის 10-15 პროცენტი იქნება, ინფლაცია 20%-ზე მეტი. ბელარუსის ეკონომიკა სავარაუდოდ 7%-ით შემცირდება, ინფლაცია კი 12%-ს გადააჭარბებს.

 

ეკონომიკური ზრდის ტემპის განახევრება და 2.5-3 პროცენტამდე შემცირებაა მოსალოდნელი საქართველოშიც. პროგნოზირებული ინფლაციის განაკვეთი კი 9.9%-ს შეადგენს, თუმცა ჯერჯერობით ინფლაცია ისევ ორნიშნაა. მარტში, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა სანქციებს არ შეერთებია, რუსეთში ექსპორტი 56%-ით შემცირდა, უკრაინაში კი 94%-ით.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up