FT: უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 25%-მდე გაზარდა

FT: უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 25%-მდე გაზარდა

access_time2022-06-02 23:00:09

უკრაინის ცენტრალურმა ბანკს ომის დაწყებიდან 3 თვეზე მეტი ხნის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის 10%-ით 25%-მდე ზრდა მოუწია. მარეგულირებლის გადაწყვეტილებაზე მაისში დაფიქსირებულმა 17%-იანმა ინფლაციამ იმოქმედა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.


ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გრივნის კურსის შენარჩუნებისა და ინფლაციის შეჩერების მიზნით საპროცენტო განაკვეთის მკვეთრი ზრდა აუცილებელი გახდა, რომელიც სიტუაციის დასტაბილურებისთანავე შემცირდება.


სამთავრობო ხარჯების ზრდის გამო, მაისში ბიუჯეტის დეფიციტი 27%-ით $7.7 მლრდ-მდე გაიზარდა, რამაც ვალუტაზე ზეწოლა გაზარდა. კურსის შესანარჩუნებლად კი მარტში $2 მლრდ-იანი და აპრილში $3.4 მლრდ-იანი სავალუტო ინტერვენცია არასაკმარისი აღმოჩნდა.



რუბლისგან განსხვავებით, რომლის კურსიც დოლართან მიმართებაში ინტერვენციის დაწყებიდან 1 კვირაში 80.0-დან 140.0-მდე გაიზარდა, გრივნა თითქმის არ გაუფასურებულა და თუ ომის დაწყებამდე აშშ დოლარი 28.4 გრივნა ღირდა, მას შემდეგ 30.3-იან ნიშნულს არასდროს გასცილებია და დღესაც კურსი 29.6-ს შეადგენს.


რუსეთმა მონეტარული პოლიტიკა ომის პირველივე დღეებში გაამკაცრა, რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-დან 20%-მდე გაზარდა, ვალუტის შესყიდვაზე 30%-იანი საკომისიო დააწესა, ექსპორტიორებს შემოსავლის 80%-ის რუბლი გადახურდავება დაავალდებულა და მოქალაქეებს თვეში საზღვარგარეთ გადარიცხვისთვის $5000-იანი ლიმიტი დაუწესა. უკრაინა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გზას ინტერვენციის დაწყებიდან 99-ე დღეს დაადგა.


ვალუტის კურსის შენარჩუნების მიუხედავად მსოფლიო ბანკი უკრაინაში წელს ეკონომიკის 45%-იან ვარდნას ელის და მის ომამდელ მაჩვენებლამდე აღდგენას მასშტაბური საერთაშორისო დახმარების გარეშე 10 წელზე მეტი დასჭირდება. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, თუმცა ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის ერთ-ერთ ვარიანტად რუსეთის გაყინული $300 მლრდ-იანი რეზერვის უკრაინისთვის გადაცემა განიხილება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up