FTX-ის გაკოტრება, დააფიქრებს ადამიანებს რამდენად ღირს თანხების შენახვა ცენტრალიზებულ ბანკებში ან ბირჟებზე - ავთანდილ კუჭავა

FTX-ის გაკოტრება, დააფიქრებს ადამიანებს რამდენად ღირს თანხების შენახვა ცენტრალიზებულ ბანკებში ან ბირჟებზე - ავთანდილ კუჭავა

access_time2022-11-12 19:00:20

კრიპტოვალუტების ბაზარზე კრიზისია, ერთ დღეში ციფრული ვალუტის ფასი მთლიანობაში 7,5%-ით დაეცა. ყველაზე პოპულარული ბიტკოინი კი ბოლო ერთ კვირაში თითქმის 18%-ით გაუფასურდა და 17 ათას დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა.


რამდენად უკავშირდება კრიზისი ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშის FTX-ის გაკოტრებას, კიდევ რა ფაქტორები ახდენს გავლენას კრიპტოინდუსტრიაზე, ამ თემებზე გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ „კრიპტო ბაზრის“ დამფუძნებელმა ავთანდილ კუჭავამ ისაუბრა.


„კრიპტო ვალუტებზე ფასების ვარდნას ჩვენ ველოდებოდით უკვე ივნისის თვიდან, რადგან ეს ისტორიულად ვარდნის თვე არის კრიპტოვალუტების ბაზრისთვის. ყველა ფაქტორების გათვალისწინებით მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა ეს ვარდნა. 18%-იანი ვარდნა გამოწვეული პირველი Fed-ის გადაწყვეტილებით და მეორე ომის გამო, ასევე ნავთობის ბაზარზეა პრობლემა და ეს ყველაფერი აისახება კრიპტოვალუტების ბაზარზე. 



უმსხვილესი Binance-ის გადაწყვეტილება იყო FTX-ს შესყიდვა, თუმცა ღამით გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ შეუძლებელია ამ დავალიანების ამოვსება, ამიტომ მან შესყიდვაზე უარი თქვა. FTX-ის გაკოტრებას მოკლევადიან პერიოდში უარყოფითი გავლენა ექნება ფასებზე, განსაკუთრებით მათივე პროდუქტებზე და იმათზე ვინც მათთან პარტნიორობაში იყვნენ, ბევრი ასეთი პროექტი შეიძლება გაკოტრდეს კიდეც. ეს მომავალში დააფიქრებს ადამიანებს ცენტრალიზებულ ბანკებში ან თუნდაც ბირჟებზე რამდენად ღირს თანხების შენახვა, რადგან არაფრით არ განსხვავდება არც Binance და არც FTX, თიბისი და საქართველოს ბანკისგან“,  აღნიშნავს კუჭავა.



თეგები:
FTX



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up