2023 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 445.0 მლნ აშშ დოლარი (1190.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 163.5%-ით (276.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი, 268 მილიონი დოლარი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 1,096%-ით მეტია. მეორე ადგილზე $40 მილიონი დოლარის ოდენობის გზავნილებით იტალიაა, მესამეზე კი ამერიკის შეერთებული შტატები.
ამ ზრდის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების სისტემებს შორის #1 ადგილზეა რუსული Unistream. სრული რეიტინგი ასე ნაწილდება:
Unistream - 207.36 მილიონი დოლარი;
Zolotaya Korona - 67.37 მილიონი დოლარი;
RIA - 51 მილიონი დოლარი;
Western Union - 32.8 მილიონი დოლარი;
Money Gram - 31.36 მილიონი დოლარი;
Intel Express - 29.3 მილიონი დოლარი;
Contact - 15.3 მილიონი დოლარი;
Rico Gram - 10.3 მილიონი დოლარი.