2022 წლის დეკემბერში საქართველოში რეკორდული მოცულობის - 535.3 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 133%-ით მეტია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
გზავნილებს შორის პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც 317.3 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც ძირითადად, არა რუსეთში დასაქმებული ქართველების გზავნილებს, არამედ საქართველოში ემიგრირებული რუსების გზავნილებს წარმოადგენს. მეორე ადგილზეა იტალია 43.2 მილიონი დოლარით, მესამეზე კი აშშ - 34.3 მილიონით.
ამ ზრდის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების სისტემებს შორის #1 ადგილზეა რუსული Unistream. სრული რეიტინგი ასე ნაწილდება:
- Unistream - 183.2 მილიონი დოლარი;
- Zolotaya Korona - 97.9 მილიონი დოლარი;
- Contact - 69 მილიონი დოლარი;
- RIA - 59.6 მილიონი დოლარი;
- Intel Express - 38.6 მილიონი დოლარი;
- Money Gram - 37.6 მილიონი დოლარი;
- Western Union - 37.3 მილიონი დოლარი;
- Rico Gram - 11.9 მილიონი დოლარი.