„ფულადი გზავნილების ზრდა იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში დიდი გაჭირვება და უმუშევრობაა“

„ფულადი გზავნილების ზრდა იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში დიდი გაჭირვება და უმუშევრობაა“

access_time2020-11-18 12:30:04

2020 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 181.7 მლნ აშშ დოლარი (584.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 18.6%-ით (28.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.


კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა, სოსო ბერიკაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ფულადი გზავნილების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობას პანდემიის პერიოდში განსაკუთრებულად გაუჭირდა და ემიგრანტები ცდილობენ ხელმომჭირნედ იცხოვრონ, დაგროვილი თანხა კი ოჯახის წევრებს გამოუგზავნონ.


„ფულადი გზავნილების ზრდა მხოლოდ ბოლო თვეებში არ ყოფილა, წინა თვეებშიც უკვე კარგი დინამიკა გვქონდა, ვარდნა იყო მარტში და აპრილში, ამის შემდეგ უკვე მალევე გამოსწორდა ეს მაჩვენებელი. ზრდა შესაძლოა რამდენიმე ფაქტორს დავუკავშიროთ: 1. მიმოსვლა შეწყვეტილია და ამ თანხების რაღაც ნაწილი შეიძლება ადრე ქეშის სახით მოძრაობდა, ახლა კი ყველა თანხის გადარიცხვა ხდება; 2. გარდა ამისა, საქართველოში იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ ჩვენი ემიგრანტები ევროპაში ხელმომჭირნედ ცხოვრობენ და აქ ოჯახის წევრებს მეტ თანხას უგზავნიან, მათი დახმარება უფრო ბევრ ადამიანს დასჭირდა. თუმცა, გზავნილები ქართული ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და რეალურად ერთადერთი სფეროა სადაც ზრდა გვაქვს, რაც თავისთავად ჩვენი ქვეყნისთვის მაინც სასიხარულოა“, - განმარტავს სოსო ბერიკაშვილი.


ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ფულადი გზავნილების ასეთი დიდი რაოდენობით ზრდა, ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, როდესაც პანდემიის ფონზე სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს მთავრობა მოსახლეობას არ ეხმარება და უმუშევრობა იზრდება, ემიგრანტები ცდილობენ ოჯახის წევრებისთვის მაქსიმალურად დიდი რაოდენობის თანხების გადმორიცხვას.



„ცხოვრება გაძვირდა, ამას უმშევრობის ზრდაც დაემატა, მოსახლეობამ შემოსავალი დაკარგა და ახლა ემიგრაციაში წასული ოჯახის წევრი შიმშილით ხომ არ დახოცავს აქ მყოფ ახლობლებს, ამიტომ უფრო მეტ თანხას უგზავნის. შესაბამისად, აშკარაა, რომ ფულადი გზავნილების ზრდა იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში დიდი გაჭირვება და უმუშევრობაა.


ფულადი გზავნილების ასეთი რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი არამარტო ახლა, არამედ წინა თვეებსიც იყო, ეს უბრალოდ იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში გაჭირვებაა, რომელსაც მთავრობა არ აღიარებს და ემიგრანტები, რომლებიც უცხოეთში არიან, ზრდიან ამ ფულის მასას, რადგან ოჯახის წევრები თუ კიდევ ვინმე, სადმე მუშაობდა ყველა უმუშევარი დარჩა, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ რომ მათ ხელი შეუწყონ. ასევე არის ერთი საკითხი, პანდემიის მეორე ტალღა მსოფლიოში ოფიციალურად დაიწყო, რამდენად შეძლებენ ემიგრანტები რომ მომავალშიც გააგრძელონ ასეთი მხარდაჭერა, პროგნოზირება რთულია, ფაქტობრივად ხდება ისე, რომ მხოლოდ ხალხი ზრუნავს ერთმანეთზე და მთავრობა არაფერს აკეთებს“, - აცხადებს ნიკა შენგელია.


აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ცალკეული ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა - $35 მილიონი რუსეთიდან გადმოირიცხა, მეორე ადგილზე კი იტალიაა, საიდანაც საქართველოში $27 მილიონი შემოვიდა. მესამე ადგილზე კი 21.25 მილიონი დოლარით აშშ-ია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up