ფულადი გზავნილის მიმღები პირებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მარტივდება - სებ

ფულადი გზავნილის მიმღები პირებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მარტივდება - სებ

access_time2023-02-22 19:30:49

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1-ელი მარტიდან საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს ბაზაში დაცული ინფორმაციის არეალი უცხო ქვეყნიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციით ფართოვდება. გადაწყვეტილების მთავარ მიზანს დაკრედიტების პროცესის გამარტივება და მოსახლეობისათვის საკრედიტო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს.


აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა გასული წლის სექტემბერში საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგულირების წესში შესაბამისი ცვლილებები განახორციელა, რომლის მიხედვით სესხის გამცემი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მიერ განაღდებული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. თავის მხრივ, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო ვალდებულია ერთი წლის მანძილზე უზრუნველყოს მათსავე მონაცემთა ბაზაში არსებული ფულადი გზავნილიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციის შენახვა.


ინფორმაცია ძირითადად მოიცავს უცხო ქვეყნიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ ისეთი მონაცემების მიწოდებას როგორებიცაა:



  • ქვეყანა, საიდანაც მოხდა გადმორიცხვა;

  • გადმორიცხვის თარიღი (თუ ფულადი გზავნილის ტიპი იძლევა ამ ინფორმაციის მოძიების საშუალებას);
    განაღდების თარიღი;

  • მიმღების პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი);

  • მიმღების მოქალაქეობა;

  • თანხის ოდენობა;

  • ვალუტა.


აღსანიშნავია, რომ სესხის გამცემ ორგანიზაციებს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მიერ ფულადი გზავნილებიდან მიღებულ შემოსავალზე წვდომა მხოლოდ მათი შესაბამისი თანხმობის საფუძველზე ექნებათ. მონაცემების ბიუროსთვის მიწოდება დამოკიდებულია მონაცემთა სუბიექტს/მომხმარებელს სურვილზე და სურვილის შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტს/მომხმარებელს უფლება აქვს აღნიშნული ინფორმაციის ბიუროსთვის მიწოდებაზე განაცხადოს უარი.


"ცვლილების მიზანია შეუქმნას გზავნილის მიმღებ პირებს მეტი კომფორტი და საშუალება მართონ მათ შესახებ არსებული მონაცემები სურვილისამებრ, რაც მათ შორის გულისხმობს სესხის აღების მიზნით ფინანსური ინსტიტუტებისთვის და ფინტექებისთვის მონაცემების მარტივად გაზიარებას. გზავნილებიდან მიღებული შემოსავალის შესახებ ინფორმაციის საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ასახვა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს დაკრედიტების პროცესის გამარტივებას. შესაბამისად, გაზრდის მოსახლეობისთვის საკრედიტო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას და დაეხმარება გზავნილის მიმღებ პირებს მათთვის საუკეთესო პირობებით და საუკეთესო პროცენტში მიიღონ სესხი", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up