ფულბრაიტი იდეალური გზაა იმისთვის, რომ აღმოჩნდე უსაზღვრო შესაძლებლობების სამყაროში

ფულბრაიტი იდეალური გზაა იმისთვის, რომ აღმოჩნდე უსაზღვრო შესაძლებლობების სამყაროში

access_time2021-03-15 15:20:28

პანდემიამ თითოეული ჩვენგანის დღის წესრიგი შეცვალა. ზოგიერთი სახლიდან მუშაობას შეეჩვია, ზოგიც ონლაინ რეჟიმში ესწრება სკოლის გაკვეთილებს თუ უნივერსიტეტის ლექციებს. გამონაკლისი არც გუგა ბურდულია, თუმცა მის შემთხვევაში პანდემიისგან გამოწვეულ ცვლილებებს ახალ ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა და სამაგისტრო პროგრამის დაწყებაც დაემატა.


გუგა ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, რომელმაც ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის სრული დაფინანსება მოიპოვა და ამჟამად Temple University-ში კომპიუტერულ მონაცემთა მეცნიერების ორწლიან სამაგისტრო პროგრამას გადის.


გუგას მონაცემთა მეცნიერების მიმართ ინტერესი პროგრესისა და განვითარებისკენ ლტოლვას უკავშირდება. „ადამიანები საუკუნეებია ვსწავლობთ ჩვენს ისტორიას, ვაანალიზებთ წარსულს და ვცდილობთ იგივე შეცდომები აღარ დავუშვათ. დღეს ცხოვრება ასწრაფებულია, ისტორია კი გაციფრულებული. ჩვენ უამრავი ინფორმაცია გვაქვს, რომელიც დროსთან ერთად ექსპონენციალურად იზრდება და იმისათვის, რომ პროგრესი განვაგრძოთ, არსებული ინფორმაციის სწორად გაანალიზება და გამოყენებაა საჭირო. მონაცემთა მეცნიერება სწორედ ამ მიზანს ემსახურება“.


მართლაც, დღესდღეობით მონაცემთა მეცნიერება ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი მიმართულებაა. „ჯერჯერობით შეუძლებელია ამ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის საქმე რუტინული და მოსაბეზრებელი გახდეს, რადგან მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი მრავალფეროვნებაა“, - ამბობს გუგა. „შესაბამისად, მონაცემთა მეცნიერის უნარჩვევებით შეგიძლია ერთი სფეროდან მეორე, რადიკალურად განსხვავებულ სფეროში გადაინაცვლო, რადგან დღეს მონაცემთა მეცნიერება თითქმის ყველა ინდუსტრიაში გამოიყენება, იქნება ეს საბანკო საქმე, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, თუ ელექტრონული კომერცია“.


თუმცა, მიუხედავად სფეროს აქტუალობისა, საქართველოში ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობები ჯერჯერობით ჩამორჩება ტექნოლოგიურად მოწინავე ქვეყნებში არსებულ შესაძლებლობებს. „სამწუხაროდ საქართველოში არ გვაქვს მონაცემთა მეცნიერების ფაკულტეტი, სადაც სტუდენტები შეძლებენ აღნიშნული მიმართულებით განათლების მიღებას“, - გვიყვება გუგა, „შესაბამისად, გარდა რამდენიმე კომპანიისა, საქართველოში ორგანიზაციებს არ ჰყავთ საკმარისი კადრები, რომელთა მეშვეობითაც მონაცემების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენებას შეძლებენ“.


ამერიკაში არსებული მდგომარეობა საქართველოსგან საგრძნობლად განსხვავდება. „აქ მონაცემთა მეცნიერება თითქმის ყველა წამყვან თუ საშუალო დონის უნივერსიტეტში ისწავლება. კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობაც აქტიურად იყენებს მონაცემებს თავიანთ საქმიანობაში. აქ შეხვდებით შინაური ცხოველების მომსახურების კომპანიებს და აღმოაჩენთ, რომ მათაც კი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დეპარტამენტი სწორედ მონაცემთა მეცნიერების კუთხით აქვთ.“



ამერიკაში გამგზავრება და სფეროს სიღრმისეულად შესწავლა გუგასთვის პროფესიული განვითარების ლოგიკური გაგრძელება იყო. „ფულბრაიტი იდეალური გზაა იმისთვის, რომ აღმოჩნდე უსაზღვრო შესაძლებლობების სამყაროში; იქ სადაც უდიდესი გამოცდილება და ცოდნა შეგიძლია მიიღო, შემდგომში კი ეს ყველაფერი ისევ შენს ქვეყანას მოახმარო“, - გვიზიარებს ის.


ონლაინ რეჟიმზე გადასული ლექციები, ლექტორების მხრიდან გაორმაგებული მოთხოვნები, კულტურა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი და მამოძრავებელი ინდივიდუალიზმია - ეს ყველაფერი გარკვეულ გამოწვევებადაც იქცა, თუმცა როგორც გუგა ამბობს, სწორედ ამ კომბინაციის წყალობითაა, რომ უმნიშვნელოვანესი ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო. „ბაკალავრის პერიოდში თავისუფალ უნივერსიტეტში ძირითადად ჯგუფელებთან ერთად ვმეცადინეობდი ხოლმე, რაც გარკვეულწილად ამსუბუქებდა პროცესს. ამერიკაში კი ინდივიდუალიზმი ფასობს; აქ ცოდნის ძალიან დიდი პროცენტი შენით უნდა მიიღო, შენით მოიძიო და შენით ისწავლო. ამ ჩვევის გამომუშავება კი სამომავლოდ ძალიან გეხმარება. ნებისმიერი დაბრკოლების მარტო გადალახვას ეჩვევი და ეს სამუშაო გარემოსთან შეგუებაშიც საგრძნობლად გადგება“.


გუგას საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისთვის რამდენიმე რჩევაც აქვს, ის ფიქრობს, რომ


მთავარია, ზუსტად იცოდეთ რისი სწავლა გინდათ, დაისახოთ მიზანი და შემდეგ ყველაფერი გააკეთოთ მის მისაღწევად. „გრანტის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია შეძლოთ გრანტის წარმომადგენლების დარწმუნება, რომ აგირჩიოთ თქვენ და არა სხვა. ამისათვის კი ძალიან წაგადგებათ სწავლის პერიოდში ისეთ დამატებით აქტივობებში ჩართვა, როგორიცაა კონფერენციები თუ სხვა ტიპის ღონისძიებები. რაც უფრო მეტი გამოცდილება გაქვს, მით უფრო კარგად თხზავ საკუთარ ისტორიას. ყველა ადამიანს გვაქვს რაღაც უნიკალური; შეიძლება რაღაცაში საუკეთესო არ ვიყოთ, თუმცა საუკეთესო კომბინაციას ვქმნიდეთ სხვადასხვა უნარჩვევების გაერთიანებით. საჭიროა ეს აღმოვაჩინოთ ჩვენს თავში, და შემდეგ სხვებსაც დავანახოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რაც შემიძლია სხვას მივცე, ალბათ მაინც ისარის, რომ არასდროს შეწყვიტოს განვითარება, არ დანებდეს, მიეჩვიოს უარის მიღებას და ფეხზე თავიდან დადგომასაც, რადგან ეს ყველაფერი წარმატებისკენ მიმავალი გზის შემადგენელი ნაწილია.“


გუგას კიდევ ერთი წელი დარჩა სამაგისტრო პროგრამის დასრულებამდე და როგორც თვითონ გვიზიარებს, მისი მიზანი საქართველოში დაბრუნების შემდეგ მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით ფაკულტეტის შექმნაში მონაწილეობის მიღებაა.


ინფორმაციისთვის, ფულბრაიტის სტიპენდია აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სამაგისტრო პროგრამაზე აშშ-ის უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით ისწავლონ. საქართველოში პროგრამის თანადამფინანსებელი საქართველოს ბანკია. ბანკი უკვე 6 წელია თანამშრომლობს საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან და ყოველ წელს, ფულბრაიტის სტიპენდიანტებს შორის ერთ-ერთს სწავლას უფინანსებს. 2021 წლის სტიპენდიანტების გამოსავლენად ახალი კონკურსი კი სულ მალე გამოცხადდება.


გარდა ამისა, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება „Miami Ad School Europe“-ისა და „ჩივნინგის“ სასტიპენდიო პროგრამებიც, რათა რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს სასურველ ადგილას, მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობა.


დამატებითი დეტალები საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამით დაინტერსებული სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია ბმულზე: https://csr.ge/ka


(R)



თეგები:
ფულბრაიტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up