ფურნეების აღდგენის მიზნით მოძრაობა გემოვანი აქტიურდება

ფურნეების აღდგენის მიზნით მოძრაობა გემოვანი აქტიურდება

access_time2021-12-04 11:30:59

ჩვენი გურული მოგზაურობა ხომ გახსოვთ? სოფლის შარაგზა, ნისლში ჩაძირული სოფელი მთისპირი, გურული განწყობა და ამ ღვთისგან დალოცვილი მხარისთვის შესაფერისი ტემპერამენტის მასპინძლები. აგიზგიზებულ ბუხართან, დაბალ ხის მაგიდაზე გაშლილი სუფრის ამბავიც გეხსომებათ – არც გურული დედალი, არც ადგილობრივი რეცეპტით შეკმაზული ეკალა და არც მარნიდან ახლად გამოტანილი ცივი ღვინო რომ არ აკლდა. და გემოვანი პური? მაშინ სწორედ ამ ექსპერიმენტის შედეგად ნაწარმოები პურის – მზეთამზეს პირველი და-ძმის დასაგემოვნებლად ჩავედით დასავლეთში და სოფლის ფურნეში, ბუნებრივ „პურის დედაზე“ გამომცხვარი პურის ტექნოლოგიასა და გემოს ვეზიარეთ.

ჰოდა, ისევ ამ კარგი ხალხის ამბავზედ გწერთ – თუმცა, ამჯერად გვთხოვეს, მათთან ერთად კოსმოსში გავჭრილიყავით, რათა მზეთამზესა და მისი კოსმოსური და-ძმის მიერ წამოწყებულ საქმე/მოძრაობა გემოვანზე მოგვეყოლა თქვენთვის. ამბავი კი მარტივია – კოსმოსიდან წამოღებული ენერგეტიკითა და საქართველოში მოყვანილი ხორბლის გამოყენებით, ცხობის ბუნებრივი პროცესის სრული ციკლის შენარჩუნების გზით, გემოვანი საქართველოს სოფლის ყველა ფურნეში პირველსახით ნაწარმოები პურის ტრადიციის აღდგენას გეგმავს.

ადგილობრივი ფურნეების აღდგენის მიზნით, საქმე/მოძრაობა გემოვანი თანამოაზრეებს ეძებს

კალისტო, თუთა, გალაქტიონი, ამირანი, დესპინე, ელენე, იაფეტი, თამარი, გიორგი, ერეკლე, ანდრია და სვიმონი – ისინი მზეთამზეს უმცროსი და-ძმანი და საქართველოს რეგიონების ძველი ფურნეების გამოცოცხლებაში მონაწილე მთავარი მოქმედი პირები არიან. ეს სახელები კოსმოსური მნიშვნელობისაა, ისევე, როგორც საქმე/მოძრაობა გემოვანის დამფუძნებლების დიადი გეგმები – ადგილობრივი პურის მცხობელები აიყოლიონ და მათთან ერთად მიტოვებული ფურნეები აღადგინონ.

საქმე/მოძრაობა გემოვანის დამფუძნებლების გურულმა და მეგრულმა ექსპერიმენტებმა – კალისტო 1920 და თუთა 4, წარმატებით ჩაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბუნებრივი, „პურის დედაზე“ გამომცხვარი, ყოველთვის მარგებელი გემოვანი პური ყოველდღიური რაციონის განუყოფელ ნაწილად იქცა. სწორედ ამიტომ სურს გემოვანს, რომ პირველსახით ნაწარმოები პურის იდეამ მთელი ქვეყანა მოიცვას და ადამიანებს მარგებელი სურსათის გემო შეაყვაროს.

იდეა გემოვანი, სამყაროსთან ჰარმონიის მიღწევის გზაა, რადგან მისი მიზანი  ბუნებრივი პროცესების სრული ციკლის დაცვით შექმნილი სურსათის წარმოებაა. პირველ ეტაპზე საქმე/მოძრაობა გემოვანი რეგიონებში მიტოვებული ყველა ფურნისა და შესაბამისად, მარგებელი პურის ცხობის ტრადიციის აღდგენას ისახავს მიზნად. ეს ნიშნავს იმას, რომ მზეთამზეს და-ძმა საქართველოს ყველა რეგიონს მოედება, იპოვის ქართული ხორბლის მწარმოებლებს, გამონახავს თანამოაზრეებს და მათთან ერთად დაიწყებს ბუნებრივი, „პურის დედაზე“ გამომცხვარი, ყველასათვის ხელმისაწვდომი და რაც მთავარია, მარგებელი პურის ცხობას.

რატომ ფურნეში გამომცხვარი პური?

გურიასა და სამეგრელოში ჩვენი მოგზაურობის ფარგლებში, საქმე/მოძრაობა გემოვანის მიერ გამოცოცხლებული ორი ფურნის მუშაობის პრინციპსა და უგემრიელესი, ცხელ-ცხელი პურის გემოს ვეზიარეთ. როგორც ოთომ და ირაკლიმ – გემოვანი თანადამფუძნებლებმა მაშინ გვიამბეს, პურის მარგებელი თვისებები ცხობის სიმარტივეშია და სწორედ ეს განაპირობებს ამ ნაწარმის უნიკალურობასაც.

გემოვანი პური ძველ, თუმცა, ახლად გამოცოცხლებულ ფურნეებში ცხვება. ცომი საქართველოში მოყვანილი ხორბლისგან, მათ შორის ენდემური ჯიშებისგან, მზადდება, რომელიც არათუ თითოეული რეგიონისთვის, თითოეული სოფლისთვისაც კი შეიძლება უნიკალური იყოს. მნიშვნელოვანია, რომ სურსათი ნატურალურია და არ შეიცავს დანამატებს.


პურს სოფლის მცხობელები აცხობენ, რომელთაც ეს პროფესია უკვე დავიწყებული ჰქონდათ, ვიდრე საქმე/მოძრაობა გემოვანი მათ რეგიონში არ გამოჩნდა. ცომის მოზელვისას ხორბლის ფქვილს მხოლოდ წყალსა და მარილს უმატებენ. პურის ასაფუებლად არ იყენებენ ხელოვნურ დანამატებს და ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვან მისიას ბუნებრივ „პურის დედას“ ანდობენ. გამოცხობამდე აფუებული ცომი კიდევ ერთხელ ინამება, რათა მზა სურსათი რბილი და ნოტიო გამოვიდეს. ცომს ძველებურ, ლითონის საცხობ ჭურჭელში ანაწილებენ, ხის ნიჩბით ათავსებენ ფურნეში და მანამდე არ იღებენ, ვიდრე პურებს ნაზი ოქროსფერი არ დაჰკრავს.

ახლად გამომცხვარი პურის ზედაპირი ხრაშუნაა და შეუძლებელია, ყუის მოტეხვის სურვილი არ აღუძრას ნებისმიერ ადამიანს. იქვე თუ კარგი ცხიმიანი ყველიც გატყდება და კეთილი გულის ხალხიც შემოიკრიბება, ამით, შეიძლება ითქვას, რომ საქმე/მოძრაობა გემოვანის მისია შესრულებულად ჩაითვლება.

ინდუსტრიული პური მზეთამზედან რეგიონული ფურნეების იდეამდე

სამომავლოდ საქმე/მოძრაობა გემოვანი პურის გარდა, ბევრ სხვა პროდუქტსაც გააერთიანებს. პირველ ეტაპზე კი, რადგან პური კვებით რაციონში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, გემოვანმა ყოველთვის მარგებელი სურსათის წარმოება სწორედ პურის ხაზით დაიწყო.

„უკვე 6 წელია, რაც ინდუსტრიულ გემოვან პურს – მზეთამზე, ბუნებრივი პროცესების სრული დაცვით ვაწარმოებთ. მზეთამზეს პური სრულად თავისუფალია ქიმიური დანამატებისგან, მისი ცომი კი ბუნებრივ საფუარზე – „პურის დედაზე“ მზადდება. მზეთამზე ბუნებრივი ვიტამინებითაა გაჯერებული და რადგან მისი ცხობა ხელოვნური ჩარევის გარეშე მიმდინარეობს, მისი ყოველდღიური გამოყენება ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას. სწორედ ეს განაპირობებს მზეთამზეს უნიკალურობას ბაზარზე არსებულ სხვა ინდუსტრიულ პურებთან შედარებით.

ჩვენი მთავარი მიზანია, საქმე/მოძრაობა გემოვანმა მთელი ქვეყანა მოიცვას და რადგან საქართველოს რეგიონების მასშტაბი ფურნეში გამომცხვარი პურის ტრადიციის აღდგენის საშუალებას იძლევა, შესაძლებლობა გვაქვს, ადამიანები პირველქმნილ გემოსთან, ანუ მარგებელ სურსათთან დავაბრუნოთ“, – ამბობენ ირაკლი ჩავლეშვილი და ოთარ ნაჭყებია, გემოვანის თანადამფუძნებლები.

საქმე/მოძრაობა გემოვანი 2015 წელს ირაკლი ჩავლეშვილმა და ოთარ ნაჭყებიამ დააფუძნეს. გემოვანის მთავარი იდეა მხოლოდ და მხოლოდ ქართული გენეტიკის სასურსათო პროდუქტების წარმოება და მათი პოპულარიზაციაა. გემოვანი, რომელიც დღეს უკვე საქმე/მოძრაობად იქცა და ადგილობრივი ფურნეების გაცოცხლების გზით, მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას, 6 წელია აწარმოებს პურს მზეთამზე. აღნიშნული პური, ამ დროის მონაცემებით, მესამე ადგილს იკავებს ქართული პურის ბაზარზე. დამფუძნებლების იდეაა, რეგიონებში პურის წარმოება დეცენტრალიზებული მიდგომით – ძველი ფურნეების გამოცოცხლებით გააფართოონ. ამგვარად, გემოვანი შეისყიდის საქართველოში მოყვანილ სუფთა ხორბალს, მათ შორის – ენდემურ ჯიშებს, დაასაქმებს ადგილობრივებს და ბაზარზე ნამდვილ „პურის დედაზე“ წარმოებული პურის ტრადიციას დაამკვიდრებს.

წყარო:  businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up