ფხაკაძე: ინვესტორების რეზიდენტობის საკითხის შესწავლა ბიზნესომბუდსმენს დაევალა

ფხაკაძე: ინვესტორების რეზიდენტობის საკითხის შესწავლა ბიზნესომბუდსმენს დაევალა

access_time2022-06-07 22:00:00

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე ბიზნესომბუდსმენს ინვესტორების რეზიდენტობის საკითხის შესწავლა დაევალა.


ფხაკაძის შეფასებით, ხელისუფლება ინვესტორებს დაბრკოლებებს არ უქმნის და საბჭოს მუშაობა ეფექტურია.


„ჩვენი ასოციაცია ინვესტორთა საბჭოს წევრი პირველივე დღიდანაა. ვფიქრობ, ძალიან ეფექტიანად ვმუშაობთ. არანაირი თეატრალური წარმოდგენა აქ არ არის. სხდომაზე ბინადრობასთან დაკავშირებით საკითხი არ დაგვიყენებია. ამაზე საუბარი ორიოდე სიტყვით იყო და ომბუდსმენს დაევალა, საკითხი შეისწავლოს.


ინვესტორებს „საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის“ ბინადრობასთან დაკავშირებული პრობლემით არასოდეს მოუმართავთ. თუ მოგვმართავენ, იმ დღესვე დავინტერესდებით და ბოლომდე მივხედავთ, რომ საკითხი გადაწყდეს“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.


„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი აცხადებს, რომ ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე ორი საკითხი დააყენა.



„ერთი შეეხება შრომით კანონმდებლობას, რომელიც 2019 წელს შეიცვალა. თავის დროზე ჩართულები ვიყავით. ორმა წელმა პრაქტიკაში აჩვენა, რომ რაღაც ხარვეზებია და მინდა, ეს შეიცვალოს. საკითხი ჩვენი წევრების სახელით დავაყენე, რადგან ბევრ კომპანიას აწუხებს. მეორე საკითხი შეეხებოდა ენერგეტიკულ ინდუსტრიას, განსაკუთრებით განახლებად ენერგიას“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.


შეგახსენებთ, ექვს თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ამ გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებში ინვესტორთა საბჭოს ჩართულობა იყო.


ინვესტორთა საბჭოს სხდომას საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში (ICC-Georgia) პროტესტის ნიშნად არ დაესწრო. როგორც ICC-ში აცხადებენ, გადაწყვეტილების მიზეზი უსაფრთხოების სამსახურის მიერ რეზიდენტობის თვითნებური გაუქმების/ჩამორთმევის საკითხის დღის წესრიგიდან ბოლო წუთს მოხსნაა.


"როდესაც ინვესტორები რეზიდენტობას ითხოვენ, უსაფრთხოების სამსახურები მათ უარს ეუბნებიან. ან არის შემთხვევები, როდესაც აბრუნებენ აეროპორტიდან. არაერთ ინვესტორს, რომელსაც რეზიდენტის სტატუსი ჩამოართვეს, ანონიმურად უკავშირდებიან და ეუბნებიან, თუკი სტატუსის დაბრუნება სურთ, 5-დან 15 ათას დოლარამდე უნდა გადაიხადონ. ეს ყველაფერი ინვესტორებს ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგებს", - განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ ICC- Georgia-ს თავმჯდომარემ ფადი ასლიმ.


მისი თქმით, ინვესტორთა საბჭოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა იქცა თეატრალურ წარმოდგენად, სადაც ყველა განსახილველი საკითხი სხდომამდე წინასწარ იდგმება.


წყარო: businessformula.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up