G-HIP ფარგლებში ფერმერებმა თხილის წარმოება 145 მლნ დოლარამდე გაზარდეს

G-HIP ფარგლებში ფერმერებმა თხილის წარმოება 145 მლნ დოლარამდე გაზარდეს

access_time2023-03-03 14:00:37

საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 35 000-მდე მეთხილე ფერმერმა, რაც საქართველოს მეთხილე ფერმერთა რაოდენობის დაახლოებით, 70%-ს წარმოადგენს, თხილის წარმოება 145 მილიონ დოლარამდე გაზარდა.


პროექტი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID)  და კომპანიის  FERRERO დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციის „CNFA - საქართველო“ მიერ 2015 – 2023 წლებში ხორციელდებოდა.

 

პროექტის დახურვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი ჯონ პენელი დასწრნენ.


პროექტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოსთან (RDA) მჭიდრო თანამშრომლობითა და ფინანსური მხარდაჭერით, აშენდა თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი 8 ახალი საწარმო, სადაც შესაძლებელია სეზონზე 7,5 ათასი ტონა თხილის გაშრობა და 4 ათას ტონამდე თხილის დასაწყობება (ჯამური ინვესტიცია 2,4 მლნ აშშ-ის დოლარი); სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს), ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისთვის,  გადაეცა 800 ათასი აშშ-ის დოლარის ღირებულების ფერომონები მავნებლის მონიტორინგისა და „მოიზიდე და მოკალი“ სადგურების მოსაწყობად;  განხორციელდა საერთაშორისო ექსპერტული დახმარება და დაფინანსდა საინფორმაციო კამპანია მოსახლეობის ინფორმირებულობისა და  მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებში მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით; პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა თხილის სექტორში უვნებლობის სტანდარტების უმნიშვნელოვანესი კომპონენტის - მიკვლევადობის სისტემის შესაქმნელად; განხორციელდა დარგობრივი ასოციაციების მხარდაჭერა;  FERRERO-ს ბაზაზე გადამზადდა საქართველოს 10 უმაღლესი სასწავლებლის 180-ზე მეტი სტუდენტი   თხილის მოყვანა-მოვლისა და გადამუშავების სრული ციკლის „ფერმიდან სუფრამდე“ მიმართულებით.


აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია პროექტის ფარგლებში დონორებს, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რამაც მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო.


„პროექტის ფარგლებში, ხელი შევუწყვეთ ფერმერებს, გაეუმჯობესებინათ თხილის წარმოება საქართველოში. შედეგად, 35 000-მდე მეთხილე ფერმერმა, რაც საქართველოს მეთხილე ფერმერთა რაოდენობის დაახლოებით, 70%-ს წარმოადგენს, მიიღო ბენეფიტი აღნიშნული პროექტიდან. მათ გაზარდეს წარმოება და გაყიდვები 145 მილიონ დოლარამდე. მათ მიიღეს სხვადასხვა სახის დაფინანსება როგორც დონორებისგან, ასევე საქართველოს მთავრობისგან“, - განაცხადა ჯონ პენელმა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


თეგები:
G HIP



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up