დიდი ოცეულის ქვეყნებმა მოუწოდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდს დააფუძნოს ახალი ფონდი, რომელიც დაეხმარება დაბალშემოსავლიანი ქვეყნების გრძელვადიან დაფინანსებას. ამის შესახებ საუბარია დეკლარაციაში, რომელიც G20-ის ლიდერებმა რომის ორდღიანი სამიტის შემდეგ მიიღეს.
„ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიო სავალუტო ფონდს, შეიქმნას ახალი მდგრადი განვითარების ფონდი (Resilience and Sustainability Trust, RST) მისი მანდატის შესაბამისად, რათა უზრუნველყოს გრძელვადიანი დახმარება დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის, ასევე მოწყვლადი საშუალო ეკონომიკის მქონე ქვეყნების დასახმარებლად“, - ნათქვამია 17-გვერდიან დოკუმენტში.
„ოცეულის“ იდეით, მსგავსი ფონდის დახმარების შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა ამ ქვეყნების საგადამხდელო ბალანსის რისკის შემცირება, „მათ შორის, პანდემიასთან და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების“. ახალი ფონდი შეძლებდა სპეციალური წესების შემოღებას ყველაზე მოწყვლადი ქვეყნებისთვის დახმარების აღმოჩენის კუთხით.
G20 ასევე მიესალმება სავალუტო ფონდის ინიციატივას, გამოყოს 650 მილიარდი დოლარი პანდემიით დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად.
bpn.ge