G7 განვითარებადი ქვეყნებისთვის 600 მილიარდ ევროს გამოყოფს

G7 განვითარებადი ქვეყნებისთვის 600 მილიარდ ევროს გამოყოფს

access_time2022-06-27 09:00:09

„დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნები, რომლებიც ორდღიან სამიტს მართავენ გერმანიაში, 2027 წლისთვის აპირებენ 600 მილიარდი ევროს გამოყოფას განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს არის ინიციატივის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ჩინეთის მრავალ ტრილიონ დოლარიანი პროექტისთვის სახელწოდებით, „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ წინააღმდეგობის გაწევას.


ამ თანხიდან 200 მილიარდი დოლარი აშშ-ზე მოდის, რომელიც სხვადასხვა ფონდებიდან გამოყოფს თანხას.


„ბავარიაში, ელმაუს სასახლეში შეკრებილი ყველა ლიდერი შეშფოთებულია გლობალური კრიზისით მზარდი ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე, - განაცხადა მასპინძელი ქვეყნის, გერმანიის, კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, G7-ის სამიტის ფარგლებში.



თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მემორანდუმში აღნიშნულია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და G7-ის სხვა ლიდერები იწყებენ ოფიციალურ პარტნიორობას, რომელიც გამოასწორებს განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურულ ხარვეზებს, გააძლიერებს გლობალურ ეკონომიკასა და მიწოდების ქსელებს, ასევე ხელს შეუწყობს ვაშინგტონის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. დაფინანსება მიმართული იქნება კლიმატისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების, ციფრული კომუნიკაციების, ჯანდაცვისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით.


ამასთან, შოლცი და ბაიდენი შეხვედრის დროს შეთანხმდნენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების შესახებ. როგორც Bloomberg-ისთვის გახდა ცნობილი, G7-ის დეკლარაციის პროექტში ნათქვამია, რომ მისი ლიდერები სამხედრო, ჰუმანიტარული, დიპლომატიურ დახმარებას გაუწევენ უკრაინას - რამდენადაც საჭირო იქნება.


G7-ში შედის დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია და აშშ. შეხვედრაზე წელს ასევე მიწვეული არიან ინდონეზიის და ინდოეთის წარმომადგენლები დაგეგმილია, რომ ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო რუსეთსა და უკრაინას ეწვევა. Reuters-ის ცნობით, ვიდოდო თავის მოგზაურობას „სამშვიდობო მისიას“ უწოდებს და აპირებს მოუწოდოს ორი ქვეყნის პრეზიდენტებს, გახსნან სივრცე დიალოგისთვის. ინდონეზიის პრეზიდენტი აზიის ქვეყნებიდან პირველი ლიდერია, რომელიც ეწვია რუსეთსა და უკრაინას საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ.


https://www.radiotavisupleba.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up