G7-ის ქვეყნები ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის რუსული პარტნიორი კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ, ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.
„დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები მსჯელობენ, დააწესონ თუ არა სანქციები ჩინურ, ირანულ და ჩრდილოეთ კორეულ კომპანიებზე, რომლებიც, მათი აზრით, რუსეთს სამხედრო ნაწილებით და ტექნოლოგიებით ამარაგებენ“, - წერს გამოცემა.
მათივე თქმით, დიდი შვიდეულის ქვეყნები სანქციების ახალ პაკეტზე 24 თებერვლამდე შეთანხმდებიან.
„დისკუსიები ჯერ კიდევ მოსამზადებელი ხასიათისაა და G7-ის თითოეული წევრის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება განსხვავებული იყოს“, - აღნიშნულია სტატიაში.