G7-ის ქვეყნებმა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა 39 მლრდ დოლარამდე გაზარდეს. ასევე, ჯგუფი საერთაშორისო სავალუტო ფონდს მოუწოდებს, მარტის მიწურულამდე დააჩქარონ მუშაობა უკრაინის მხარდაჭერის პროგრამაზე.
ამას გარდა, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები აპირებენ შექმნან ახალი მექანიზმი რუსეთზე უკვე დაწესებული სანქციების აღსრულების მიზნით, რაც დაწესებული შეზღუდვების ეფექტურობას გაზრდის. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.
Bloomberg-ის წყაროს თქმით, ეს კოორდინაციის მექანიზმი, სხვა საკითხებთან ერთად, ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლას და სხვა ქმედებებს, მათ შორის იმ ქვეყნებთან და კომპანიებთან მიმართებაში, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რუსეთის სანქციების თავიდან აცილებაში. G7 განიხილავს სანქციებს იმ კომპანიების წინააღმდეგაც, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთს აწვდიან საქონელს მისი სამხედრო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.