G7-ის ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას მომავალ წელს საბიუჯეტო და ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევენ. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც ჯგუფის ფინანსთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს.
დიდი შვიდეულის სახელმწიფოებმა შეძლეს 32 მილიარდის მობილიზება მომავალ წელს უკრაინის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის. — ნათქვამია ფინანსთა მინისტრების საერთო განცხადებაში.
„მტკიცედ მოვუწოდებთ სხვა დონორებს, გააძლიერონ მხარდაჭერა“, - ასევე ნათქვამია დოკუმენტში.
დეკემბრის შუა რიცხვებში, G7 დაეთანხმა, შექმნას ერთობლივი პლატფორმა, რომელიც უკრაინას რუსეთის შეჭრის ფონზე, როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი მხარდაჭერისთვის კოორდინაციას გაუწევს. ქვეყნები ასევე დაჰპირდნენ კიევს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას მოსკოვის ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმების ფონზე.