თებერვალში G7-ის კოალიცია რუსულ ნავთობპროდუქტებზე ორი ფასის დაწესებას შეეცდება, ერთი იმ პროდუქტებისთვის, რომლებიც პრემიუმ ნედლი ნავთობზე ვაჭრობენ და მეორე მათთვის, ვინც ფასდაკლებით ვაჭრობს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, G7-მა 2022 წლის 5 დეკემბრიდან ბარელზე ფასის ლიმიტი შემოიღო. ამას გარდა, 5 დეკემბრიდან რუსეთის ნავთობის იმპორტზე ევროკავშირის ემბარგოც დაწესდა.
2023 წლის 5 თებერვლიდან კი კოალიცია ფასების ლიმიტს დააწესებს ითხოვს ასევე რუსულ დიზელზე, ნავთსა და მაზუთზე, რათა კიდევ უფრო შეამციროს მოსკოვის შემოსავალი ენერგოექსპორტიდან.