გაცემული კომპენსაციების მიუხედავად გადაკეტილი მაღარო და პროტესტი მოთხოვნების გარეშე - რა ხდება შუქრუთში

გაცემული კომპენსაციების მიუხედავად გადაკეტილი მაღარო და პროტესტი მოთხოვნების გარეშე - რა ხდება შუქრუთში

access_time2021-02-25 18:21:48

კვირაზე მეტია, რაც ჭიათურაში ადგილობრივ მოსახლეობას შუქრუთის მაღარო პიკეტირებული აქვს. სამუშაო პროცესი ამ დრომდე პარალიზებულია. მოპიკეტეებს მოთხოვნები ჯერ არ გაუჟღერებიათ, თუმცა, პროტესტი, სავარაუდოდ, მადნის მოპოვების პროცესში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას უკავშირდება.

აღნიშნულ სოფელში მადანმომპოვებელი კომპანია „შუქრუთი +“ გასული წლიდან ოპერირებს. როგორც ცნობილია, 2020 წლის მაისში კომპანია მოსახლეობასთან შეთანხმდა, რომ წელიწადში მინიმუმ 700 ათასი ლარის კომპენსაციას გასცემდა. თუმცა, როგორც „შუქრუთი+“-ში აცხადებენ, მხოლოდ 9 თვეში ადგილობრივებს 1 მლნ 200 ათასი ლარი უკვე გადაუხადეს.

რა ხდება სოფელ შუქრუთში, ასრულებს თუ არა კომპანია ნაკისრ ვალდებულებას სრულფასოვნად, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები მოსახლეობასთან, რა ეტაპზეა ის და თუკი ადგილობრივებს თანხა მიღებული აქვთ, რატომ უპირისპირდებიან „შუქრუთი+“-ს, - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე კომპანიის დამფუძნებელს, ნოდარ მიქაბერიძეს ვესაუბრეთ:

რა ხდება სოფელ შუქრუთში, სადაც თქვენი კომპანია - „შუქრუთი +“ ოპერირებს და სადაც მოსახლეობას მაღარო აქვს პიკეტირებული?

მოსახლეობას მაღარო კვირაზე მეტია, რაც პიკეტირებული აქვს. ისინი კომპანიას ოპერირების შესაძლებლობას არ აძლევენ.

ვიდრე თავად პროტესტის შესახებ ვისაუბრებდე, მოგითხრობთ პრეისტორიას. გასული წლის მაისში, როდესაც „ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთში ოპერირება შეწყვიტა, „შუქრუთი+“-მა გადაწყვიტა, მადნის მოპოვებითი სამუშაოების აქ თავად ეწარმოებინა. ბუნებრივია, პირველ ყოვლისა, სოფლის პრობლემის მოგვარება დავიწყეთ.

ადგილობრივებს დავპირდით, რომ სოფელის მოსახლეობას ეტაპობრივად მივცემდით კომპენსაციას. უფრო კონკრეტულად კი, მათთან ჯერ მემორანდუმი, შემდეგ კი ინდივიდური ხელშეკრულებები გავაფორმეთ. ვალდებულება ავიღეთ, რომ, მადანმოპოვებითი სამუშაოების შედეგად ადგილობრივებისთვის მიყენებული ზარალის გამო, კომპენსაციას შეთანხმების დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, 700 000 - 1 000 000 ლარის ფარგლებში გავცემდით. ასევე, მოსახლეობამ თხოვნით მოგვმართა, რომ სოფელში არსებული ტაძრის აღდგენაში დავხმარებოდით. საუბარია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე, რომელიც სოფლის ცენტრში მდებარეობს და ათწლეულების წინ სხვადასხვა გარემო პირობების გამო დაზიანდა. შენობა დანგრეული იყო, მისი მხოლოდ საძირკველი მოჩანდა. ჩვენმა კომპანიამ ის სრულად აღადგინა.




ჯამურად, რამდენ ოჯახზეა საუბარი?

გაცემული თანხა მოიცავს, დაახლოებით, 85 ოჯახს, აქედან 12 ოჯახი სრულად დაკმაყოფილდა, დანარჩენებს კი თანხა ნაწილობრივ აუნაზღაურდათ.

ნაწილობრივი გადახდა ახსენეთ, რას გულისხმობს ეს?


ნაწილობრივ გადახდა გულისხმობს იმას, რომ დამატებით კომპენსაცია, მოსახლეობასთან შეთანხმებით, გავეცით მოსახლეობის იმ ნაწილსაც, ვისაც გადაუდებელი აუცილებლობა ჰქონდა... ეს პროცესი ამჟამადაც გრძელდება და არ შეჩერებულა.

ამ დრომდე, დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემა შეუფერხებლად, ეტაპობრივად ხორციელდებოდა. მაგალითად, მიმდინარე თვეში დაგეგმილი გვქონდა, რომ, იმ 1 მლნ 200 ათასი ლარის გარდა, მოსახლეობისთვის  დამატებით 300 ათასი ლარი გადაგვეხადა, მაგრამ პიკეტირების გამო თანხის გაცემა, ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, შეჩერებულია.

რა პრინციპით ხდება საკომპენსაციო თანხის რაოდენობის დადგენა და ვინ აფასებს ზარალს?

ქონებას დამოუკიდებელი აუდიტორი ჩანაცვლების პრინციპით აფასებს. ეს პროცესიც ეტაპობრივად მიმდინარეობს. სხვათა შორის, მის მიერ სოფელ შუქრუთის საცხოვრებელი სახლები ჭიათურის რაიონში საბაზრო ღირებულებაზე 3-ჯერ და 4-ჯერ მეტად შეფასდა.

მინდა, აღვნიშნო, რომ მემკვიდრეობა მძიმე დაგვხვდა, აღნიშნული ტერიტორიების ქვეშ მადანი გამომუშავებულია, დაახლოებით, 40-60 წლის წინ. დღეს „შუქრუთი +“ ამ სახლების ქვეშ მოპოვებით სამუშაოებს არ აწარმოებს. ამ სოფელში სახლები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან არის დაზიანებული.

უკვე 13 წელია, შუქრუთში კომპენსაციის სახით არცერთი თეთრი არ გაცემულა. ჩვენ კი 8 თვეში 1 მლნ 200 ათასი ლარის გაცემა მოვახერხეთ... შესაბამისად, გაუგებარია მოსახლეობის ასეთი მოულოდნელი პროტესტის მიზეზი.

კონკრეტულად რა მოთხოვნები აქვთ ადგილობრივებს და რა გახდა პიკეტირების მიზეზი?

გადაკეტვის პირველივე დღიდან სოფლის მოსახლეობასთან კონტაქტი დავამყარეთ. გვაინტერესებდა, რა მოთხოვნები ჰქონდათ, რა იყო მიზეზი, თუმცა, კონკრეტული მოთხოვნები ვერ მოვისმინეთ, უბრალოდ, სურთ, რომ იყოს გადაკეტილი! ფაქტია, რომ სამუშაო პროცესი პარალიზებულია და ის 800 ოჯახი შესაძლოა, შემოსავლის გარეშე დარჩეს.

ამასთან, კომპენსაციის გაცემის პროცესში რაიმე სახის უკმაყოფილება არ ყოფილა. არავის გამოუთქვამს პრეტენზია, რომ რაღაც არ მოსწონდათ ან თანხა იყო არასაკმარისი...




მაინც რით ხსნით ამ პროცესებს? რაღაც მიზეზი, ალბათ, მაინც არსებობს...

ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს მართულ პროცესთან და სდევს პოლიტიკური ელფერი...

აშკარად ჩანს, რომ პროცესები დესტრუქციული ძალების მიერ ხელოვნურადაა მართული. ეს სოფელ შუქრუთში ყველამ კარგად იცის.

ეს დღეებია, ამ პროცესებში ჩართული პირებისგან ბევრი ტყუილიც მოვისმინეთ. ყველანაირად ცდილობენ, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. ერთ მაგალითს მოვიყვან:

სოციალურ ქსელში ვრცელდება სოფელ შუქრუთში დანგრეული სახლების ამსახველი ფოტოები შემდეგი პათოსით, რომ ამ სახლებში მცხოვრებლები უკიდურესად რთულ სიტუაციაში ცხოვრობენ, რადგან წასასვლელი არსად აქვთ. გავრცელებულ რამდენიმე ფოტოსურათში ამოვიცანით სახლებიც, რომელთა მეპატრონეებსაც „შუქრუთი +“-სგან კომპენსაციის ნაწილი უკვე აღებული აქვთ. სწორედ ასეთი მიზანმიმართული ტყუილებიც გვაფიქრებინებს, რომ პროცესები მართულია.

ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენს კომპანიას მუშაობა პანდემიის პირობებშიც კი არ გაუჩერებია. ამ ფონზე, დამეთანხმებით, რომ ბიზნესის შეუფერხებელი მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ - იმ 800 ადამიანისთვის, რომელიც მაღაროშია დასაქმებული და ამჟამად, პიკეტირების გამო, მათი სამუშაო პროცესი შეფერხებულია. ზარალდება ადგილობრივი მოსახლეობის ის ნაწილიც, ვინც კუთვნილი კომპენსაციის მიღებას ელის.

ვიცი, რომ სოფელ შუქრუთში უამრავი პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი ცხოვრობს და ამ ყველაფერს განიცდიან, ამას ჩვენთანაც ღიად აფიქსირებენ...

მოვუწოდებ მოპიკეტეებს, მისცენ კომპანიას ოპერირების შესაძლებლობა, რადგან ეს პროცესი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს რეგიონს, აზარალებს ბიზნესს, თავად დასაქმებულებსა და მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ახლაც მოლოდინის რეჟიმშია და კომპენსაციის ნაწილი ჯერ კიდევ მისაღები აქვს.

 

®


თეგები:
შუქრუთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up