გაცვლის თუ არა პუტინი  ,,აზოვსტალიდან“ გაყვანილ ტყვეებს მედვედჩუკში

გაცვლის თუ არა პუტინი ,,აზოვსტალიდან“ გაყვანილ ტყვეებს მედვედჩუკში

access_time2022-05-23 14:02:40


რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპიკერის პესკოვის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინაში დაკავებული სახალხო დეპუტატი და პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკი ,,აზოვსტალის“ ქარხნის დატყვევებულ დამცველებზე გაცვალონ.

,,ამაზე ლაპარაკი ძნელად შეიძლება, ეს სხვადასხვა კატეგორიებია“, - ასე გამოეხმაურა პესკოვი მედვედჩუკის „აზოვში“ გაცვლის შესაძლებლობას.


აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა რუსეთის საგერეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომაც, რომლის თქმითაც, ეს საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ  სავარაუდოდ სადღაც განიხილება. თუმცა მას მედვედჩუკის სახელი ამ კონტექსტში არ უხსენებია.

ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა „აზოვსტალის ქარხნიდან აყვანილი ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვა, მან განაცხადა, რომ  უშვებს ყველანაირ შესაძლებლობას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საღ აზრს.



ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი და პრორუსული პარტიის ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის - ლიდერი ვიქტორ მედვედჩუკი ბრალდებულია სახელმწიფო ღალატსა და ეროვნული რესურსების ძარცვის მცდელობაში, ასევე, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში დახმარებაში. მას 2021 წლის მაისიდან შინაპატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან მიიმალა.


უკრაინის უშიშროების ცნობით, მედვედჩუკი ქვეყნის დატოვებას აპირებდა, როცა აპრილის თვეში იგი დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა მედვედჩუკმა მოგვიანებით მიმართვა გაავრცელა და უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს მიმართა თხოვნით, რომ მარიუპოლის დამცველებსა და იმ მოსახლეობაში გაცვალონ, რომელთაც ჰუმანიტარული დერეფნებით სარგებლობის საშუალება არ აქვთ.


მედვედჩუკს უკრაინული და დასავლური მედია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უახლოეს მოკავშირედ ასახელებს. ვლადიმირ პუტინს მონათლული ჰყავს მედვედჩუკის უმცროსი შვილი დარია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up