„გადააგდილების შეზღუდვამ შეკვეთების 60 პროცენტიანი შემცირება გამოიწვია“ - ტაქსის კომპანიები  პრობლემების წინაშე დგანან

„გადააგდილების შეზღუდვამ შეკვეთების 60 პროცენტიანი შემცირება გამოიწვია“ - ტაქსის კომპანიები პრობლემების წინაშე დგანან

access_time2020-04-17 15:30:29

მასალა მომზადებულია 16 აპრილს — მანამ, სანამ საქართველოში სრულად აიკრძალებოდა მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა


15 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში „კომენდანტის საათია“ გამოცხადებული. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საქართველოს განსხვავებულ რეალობაში უწევს ცხოვრება. შეზღუდულია ეკონომიკური საქმიანობები, ათასობით ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ თვითდასაქმებული ადამიანები, რომელთა რაოდენობა ქვეყანაში არც ისე ცოტაა. დღეს, საქართველოში,  თვითდასაქმებულთა კატეგორიას 840 ათასი ადამიანი მიეკუთვნება.  თვითდასაქმებულები არიან ადამიანებიც, რომლებიც ტაქსაობით ირჩენენ თავს. დღესდღეობით საქართველოში საკუთარი ავტომობილის გარდა ტაქსი ერთადერთი ტრანსპორტია, რომლით გადაადგილებაც მოსახლეობას შეუძლია. „კომერსანტი“ დააინტერესა როგორია კორონავისურის გავლენა ტაქსის კომპანიებზე, როგორ შემცირდა მათი შემოსავლები და რამდენმა მძღოლმა შეწყვიტა მუშაობა.

 

ტაქსის გამოძახების სერვისს „მაქსიმის“ რეგიონალური დირექტორი თორნიკე კირკიტაძე აცხადებს, რომ  გადააგდილების შეზღუდვამ შეკვეთების 60 პროცენტიანი შემცირება გამოიწვია. მისი თქმით, ტაქსის გამოძახების სერვისი საქართველოს 9 ქალაქში მუშაობას ახორციელებს, და დასაქმებულია ათასობით ადამიანი. თორნიკე კირკიტაძე ამბობს, რომ ტაქსი „მაქსიმის“ მძღოლებს მუშაობა არ შეუწყვეტიათ.

 

„კორონავირუსის გამო ბევრმა სამსახურმა შეწყვიტა მუშაობა, ხალხი ძირითადად სახლშია და ნაკლებად გადაადგილდება, პლუს საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე ქუჩაში მოძრაობა აკრძალულია. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია ჩვენს სერვისზე და გამოძახების საერთო რაოდენობა შეიცვალა. ჩვენი კომპანია შემოსავლის სახით მხოლოდ საკომისიოს იღებს შესრულებული შეკვეთებიდან. გადააგდილების შეზღუდვამ გამოიწვია შეკვეთების შემცირებაც(50-60%), რაც განაპირობებს როგორც მძღოლების, ასევე კომპანიის შემოსავლების კლებასაც. თუმცა, გვაქვს სიახლეები: ჩვენ დავამატეთ ახალი სერვისი „მიტანა“ - ანუ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ კურიერის მომსახურებით ან მიუთითონ ის, თუ რისი ყიდვაც სურთ, მძღოლი იყიდის საჭირო ნივთებს და მიუტანს მათ. ახალი ტარიფი უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ვემორჩილებით სახელმწიფოს მიერ დადგენილ რეგულაციებს და მუშაობას განვაგრძობთ იმ პირობებში, რა მოცემულობაც იქნება. შესაძლებელია, რეგულაციები კიდევ გამკაცრდეს, ან პირიქით, შესაბამისად ჩვენ ვიმოქმედებთ არსებული ვითარების გათვალისწინებთ“, - აცხადებს თორნიკე კირკიტაძე.


 

ტაქსის გამოძახების სერვისს „მაქსიმისგან“ განსხვავებულ მდგომარეობაზე საუბრობს „200-200“-ის დამფუძნებელი ნიკა ხოფერია. იგი აცხადებს, რომ მძღოლების დიდი რაოდენობა სამსახურში არ გადის, რადგან მნიშვნელოვნადაა შემცირებული გამოძახებების რაოდენობაც:

 

„ძალიან ბევრი ადამიანი არ გამოდის სამსახურში, დაახლოებით 30 პროცენტით ვმუშაობთ. გვიწვევს  ოპერატორების სახლში გაშვება, თუმცა ხელფასს გადავუხდით იქამდე, სანამდეც გვეყოფა ფინანსები, რასაკვირველია, მთლიანად ვერ ვურიცხავთ ანაზღაურებას.ძალიან მძიმე და ცუდი მდგომარეობაა. ვერანაირ გეგმას ვერ ვიმუშავებთ, მომხმარებელი თუ  არ იყო. 3 ლარის ნაცვლად თუ გინდა 50 თეთრად ატარე, რა მნიშვნელობა აქვს. დაახლოებით 70 პროცენტითაა შემცირებული გამოძახებების  რაოდენობა“, - განმარტავს ნიკა ხოფერია.

 

განახევრებული მძღოლების რაოდენობაზე საუბრობს კომპანია „ფენიქსის“ მენეჯერი გიორგი გელაშვილიც. მისი თქმით,საგრძნობლადაა შემცირებული გამოძახებების რაოდენობაც. კომპანია რომელიც ძირითადად კორპორაციული მიმართულებით მუშაობს და სასტუმროებს ემსახურება, სეროზული ფინანსური პრობლემების წინაშე დგას.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up