გადამხდელების ხარჯზე შემცირებული პროცენტი თუ მორიგი პოპულიზმი - რატომ არ ინტერესდებიან ბანკები საპენსიო ტენდერით

გადამხდელების ხარჯზე შემცირებული პროცენტი თუ მორიგი პოპულიზმი - რატომ არ ინტერესდებიან ბანკები საპენსიო ტენდერით

access_time2022-02-15 11:00:47

2021 წელს საქართველოში 793 ათასი ასაკით პენსიონერი იყო და თითქმის ნახევარი საპენსიო სესხით სარგებლობს. საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი კი 30%-ს აჭარბებს.


პენსიონერებისთვის მაღალპროცენტიანი სესხის გაცემა კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა, სოციალურ ქსელშიც უამრავი მაგალითი ქვეყნდება თუ როგორ უწევთ წლების განმავლობაში პენსიონერებს სესხის პროცენტის დაფარვა. „ლიბერთი ბანკი“, ეროვნული ბანკი და მთავრობა განმარტავდა, რომ პროცენტის შესამცირებლად რისკის დაზღვევაა საჭირო, ამას კი საკუთარ თავზე არც სახელმწიფო და არც კერძო კომპანია, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული, არ აიღებდა. თუმცა, მიმდინარე წელს „ლიბერთი ბანკთან“ დადებული ხელშეკრულება სრულდება და ახალი, განსხვავებული ტენდერის გამოცხადება იგეგმება.


საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისმა კომისიამ დაადგინა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი შეირჩევა. კომისიის გადაწყვეტილებით, ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გასცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით. საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური ზღვარი თავდაპირველად 26% იქნება, რომელიც მომავალში, რეფინანსირების განაკვეთის გათვალისწინებით, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს. ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ კონკურსში ბანკების მხრიდან მაღალი კონკურენცია იქნება, რაც უზრუნველყოფს პენსიონერების უფლებების დაცვას და მათთვის მაქსიმალურად მისაღები პირობების შეთავაზებას.


„წინა ხელისუფლების დროს ეს 80-90-100%-ზე მეტი იყო. ამიტომ ჩვენ ეს საპროცენტო განაკვეთი, რა თქმა უნდა, მინიმუმამდე დავწიეთ, თუმცა 36% პენსიონერებისთვის მაინც მაღალია. ამიტომ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით კომისია შევქმენით, ამ საკითხზე იმუშავეს და შეჯერდნენ, რომ აღნიშნული პროცენტი 26%-ს არ ასცდება, 26%-მდე დავწევთ ამ განაკვეთს და იქნება ჩვენი პენსიონერებისთვის კიდევ ერთი შვება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.


„ლიბერთი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორ ვაჟა მენაბდე კი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე უკვე არანაირი საპენსიო სესხი აღარ არსებობს და ეს არის ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი, რომელიც ეროვნული ბანკის ყველა რეგულაციას ექვემდებარება.


„საპენსიო სესხი ყველა წესის დაცვით გადის, როგორც სხვა სამომხმარებლო სესხი. ეს არის ჩვეულებრივ შემოსავლების საფუძველზე გაცემული სესხი. რაც შეეხება ფასწარმოქმნას, როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტის შემთხვევაში, აქაც რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. რესურსის ღირებულება, რასაც ბანკები თავის მხრივ სესხულობენ დეპოზიტებისა და უცხოური ვალუტის მოზიდვის სახით. შემდეგ ეს არის რისკის ფასი, რამდენია დანაკარგი ასეთ პორტფელზე, შემდეგია დისტრიბუციის ხარჯი, ამ ყველაფერს ხომ მომსახურება სჭირდება ხელფასების სახით?“, - განმარტავს მენაბდე.


ახალ სატენდერო პირობებში საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის შემცირებას მთავრობაც და პროექტში ჩართული ოპოზიციაც საკუთარ თავს მიაწერენ და აღნიშნავენ, რომ ეს არის სამართლიანი განაკვეთი. თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვთ დარგის ექსპერტებს.



არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ განახლებული პირობების გათვალისწინებით, ბანკებს შესაძლოა, არ ჰქონდეთ ინტერესი ტენდერში მიიღონ მონაწილეობა და სახელმწიფო კომისიას მათთვის სხვა პირობების შეთავაზება მოუწიოს.


„კონკურენციის შედეგად საპროცენტო განაკვეთი შეიძლება შემცირდეს, თუმცა, ვხედავ დიდ რისკს, ბევრი კომერციული ბანკისთვის ეს მისაღები არ იქნება. საქართველოში დღეს 14 ბანკია, მათგან სამი სისტემური ბანკია, რომელიც რეალურად შეძლებს ამის განხორციელებას, თუ მათ ეს უღირთ. კომერციული ბანკები ბიზნესსუბიექტები არიან, ისინი ყველაფერს გათვლიან იმის მიხედვით, რამდენად მისაღებია ეს პირობები. არ მინდა, შეიქმნას ისეთი მდგომარეობა, როდესაც მთავრობა რაღაც კონკურსს აცხადებს, მაგრამ კომერციულ სექტორს ეს არ აინტერესებს.


მომავალი წლიდან სახრლმწიფო 15 მლნ ლარს გადაიხდის იმისთვის, რომ საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს. სხვა შემთხვევაში არცერთი კომერციული ბანკისთვის არ იქნებოდა მისაღები ზღვრის დაწესება. 
რეფინანსირების განაკვეთი თუ შემცირდება, რაც მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდება და ინფლაცია ქვემოთ წამოვა, მაშინ ბაზარზე ეს საპროცენტო განაკვეთი ისედაც შემცირდება. თავისთავად იმ კომერციულ ბანკს, რომელიც დაარიგებს პენსიებს და გასცემს პენსიით უზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხს, თავისთავად მოუწევს საპროცენტო განაკვეთის შემცირება“, - განმარტავს გიორგი კეპულაძე.


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ამბობს, რომ პროცენტის შემცირება სხვა ჯანსაღი გზითაც იყო შესაძლებელი.


„15 მილიონ ლარად პენსიის დარიგება აბსურდია. დამატებით კიდევ საბაზროზე ორჯერ მეტი პროცენტი დაუწესოს პენსიონერს. რაც გააკეთეს ეს არის კორუფციული გარიგება ლიბერთი ბანკთან. რომელიმე სხვა ბანკსაც დაავალებს მთავრობა ტენდერში მონაწილეობის მიღებას, შექმნის კონკურენციის ილუზიას, მერე ის ბანკი ჩაეხსნება და დარჩება ბურთი და მოედანი ლიბერთის. 2,5 მილიონ ლარად არიგებდა სახალხო ბანკი (იგივე ლიბერთი), თავდაპირველად. მერე ცოტ-ცოტა მოემატა, მერე საერთოდ უფულოდ არიგებდა, რომ 2-3 მილიარდიანი საპენსიო ბრუნვა ჰქონოდა. ფულის ნაწილი ნაშთებში რჩებოდა და საკრედიტო რესურსი იყი. შემოსავლები ჰქონდა ანგარიშწორების (კომუნალურების გადახდა და ა. შ.) საკომისიოების სახით. ახლა რა ხდება? ისარგებლეს ამ აჟიოტაჟით და 15 მილიონი ამოუღეს ჯიბიდან გადასახადის გადამხდელებს.


არავითარი კონკურენტული ტენდერი არ იქნება, საბოლოოდ 1,2 მილიონი კლიენტი და 4 მილარდ ლარამდე ფინანსური რესურსი დარჩება „ლიბერთი ბანკს” და რას დათმობს ამის სანაცვლოდ? წლიური საშუალო 30,6 პროცენტიანი სესხი პენსიონერებისათვის დაიწევს 26 პროცენტამდე“,
- აღნიშნავს რომან გოცირიძე.


ეკონომისტ მერაბ ჯანიაშვილის თქმით, 6-თვიანი მუშაოების შედეგად საპენსიო სესხზე ნომინალური საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ 26%-მდე დაწიეს, რაც ეფექტური საპროენტო განაკვეთის შემთხვევაში ბევრად მაღალი იქნება, გარდა ამისა პენიების დარიგების სუბსიდირება გადასახადების გადამხდელებს მოგვიწევს.


„საპენსიო სესხი ღირს 30,6% (ეფექტური). პოლიტიკოსებმა რეკლამები ატრიალეს, კომისია შექმნეს ასე ვუზავთ ისე ვუზავთო და 6-თვიანი მუშაობის შედეგად დღეს პენსიონერებს ახარეს სესხის საპროცენტო განაკვეთი 26%-მდე დაიწევსო. თან საუბარია ნომინალურ 26%-ზე, რაც ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დათვლის შემთვევაში კიდევ უფრო გაიზრდება. პლიუს პენსიების დარიგების სუბსიდირებას სახემწიფო ბიუჯეტი უზრუნველყოფს 15 მილიონი ლარით. რამდენად სასიხარულოა ეს ფაქტი თავად განსაჯეთ. პოპულიზმი დაგვღუპავს. ჯერ ღია კარი ამტვრიეს, ვითომ ძალიან გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს ებრძოდნენ. შემდეგ პენსიების მომსახურება ბიუჯეტს გაუძვირეს 15 მილიონი ლარით და ახლა ხალხს ეუბნებიან იხარეთ სესხი გაიაფდება 26%-მდეო. და რომ აიღებს პენსიონერი საბოლოოდ ამ ახალი პირობებით სესხს, მაშინ ხომ მაინც მიხვდება რომ არაფერი გაიაფებულა, აი მერე რას ვშვებით?! ამას ემატება ისიც, რომ საერთოდ ეს საპენსიო სესხების ახალი პირობები შეიძლება უინტერესო აღმოჩნდეს ბანკებისთვის - ასეთ შემთხვევაში ვინ იღებს პასუხისმგებლობას?“, - ამბობს მერაბ ჯანიაშვილი.


აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კონკურსში მონაწილეობას 2 ბანკი გეგმავს - „ლიბერთი“ და „საქართველოს ბანკი“. გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით პენსიონერებს შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში პენსია 6 თვის განმავლობაში სხვა ბანკში აიღონ.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up