გადამზიდავები სატრანზიტო გზების დივერსიფიცირებას ცდილობენ და ამის ფონზე, შუა დერეფანზე მოთხოვნა იზრდება - EBRD-ის პრეზიდენტი

გადამზიდავები სატრანზიტო გზების დივერსიფიცირებას ცდილობენ და ამის ფონზე, შუა დერეფანზე მოთხოვნა იზრდება - EBRD-ის პრეზიდენტი

access_time2022-09-14 20:00:59

მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნა შუა დერეფანზე, რომლის განვითარებაც ნამდვილად გააჩენს ახალ შესაძლებლობებს კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის, - აცხადებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო, რომელიც კავკასიის ტურნეს მართავს. 


EBRD-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მხარს უჭერს საქართველოს, რომ ლოგისტიკურ ჰაბად იქცეს. 


„მართალია, რომ საერთაშორისო გადამზიდავები აქტიურად ცდილობენ სატრანზიტო გზების დივერსიფიცირებას და ამის ფონზე, მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნა შუა დერეფანზე, რომლის განვითარებაც ნამდვილად გააჩენს ახალ შესაძლებლობებს კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის. ეს გააუმჯობესებს დერეფნის გასწვრივ მდებარე ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პოტენციალს და ხელს შეუწყობს ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბების განვითარებას კავკასიაში.


ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას, აქციოს ქვეყანა ლოგისტიკურ ჰაბად შიდარეგიონული კავშირების გამყარებით. მაგალითად, ბანკი ეხმარება ტრანსპორტის სააგენტოს ნავსადგურთა საზოგადოების სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში. ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს რკინიგზის გაციფრულებას და ბიზნესთან დაკავშირებული ელექტრონული სერვისების განვითარებას.



EBRD აქტიურად ეხმარება თავის კლიენტებს, რომლებიც მონაწილეობენ ცენტრალური აზიისა და კავკასიის დაკავშირების პროცესში, იქნება ეს საწყობები ბაქოსთან ახლოს, საპორტო ინფრასტრუქტურა საქართველოში თუ რკინიგზა ყაზახეთში“, - „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა. 


შეგახსენებთ, რომ წელს ხელი მოეწერა საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ყაზახეთს შორის„ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ შესახებ ოთხმხრივ დეკლარაციას, რომელშიც ხაზი გაესვა ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის მნიშვნელობასა და დეკლარაციის მხარე სახელმწიფოების სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. 


დეკლარაციაში ხაზგასმულია სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისა და  სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის, საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემაში „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ ინტეგრაციისა მხარეთა შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელოვანი როლი. 


დოკუმენტში ასევე აღინიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის კონკურენტუნარიანი ტრანსპორტის ხელშეწყობისათვის ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის მნიშვნელოვანი როლი და ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობის გაუმჯობესებისათვის სამშენებლო სამუშაოების დასრულების მნიშვნელობაზე, რაც სარკინიგზო ხაზის გაძლიერებას ემსახურება.


დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია აღნიშნული მარშრუტით სატრანსპორტო ოპერაციების ხარისხის ზრდისათვის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების მნიშვნელოვანი საჭიროება.


თეგები:
EBRD



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up