გადასახადების 70%-მდე ზრდა არაკონსტიტუციურია - აზარტული თამაშების კომპანიები საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ

გადასახადების 70%-მდე ზრდა არაკონსტიტუციურია - აზარტული თამაშების კომპანიები საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ

access_time2022-07-25 16:00:48

აზარტული თამაშების კომპანიების ნაწილი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც აზარტული თამაშების ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი მამულაიშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, ბიზნესს სურს, რამდენიმე თვის წინ შემუშავებულ კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.


„სარჩელს უახლოეს დღეებში შევიტანთ. გადასახადების 70%-მდე ზრდა არაკონსტიტუციურია. ამ შემთხვევაში უკვე გვაქვს კონკრეტულად ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულების პირდაპირი დარღვევა, რადგან ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ გადასახადები არ უნდა გაიზარდოს. ჩვენ საგადასახადო წნეხი 40-დან 70%-მდე გაგვეზარდა. ვგულისხმობ იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებენ და დიდ ბრიტანეთსა და შვედეთში რეგისტირებული კომპანიები არიან.


ბევრი ევროპული ქვეყანა მივიდა იმ შედეგამდე, რომ დაიწყო ადგილობრივი ოპერატორების ხელშეწყობა, რაც კარგად მოქმედებს იმაზე, რომ არალეგალური საიტები ვეღარ შედიან აღნიშნულ ბაზრებზე. მსგავსი სიტუაცია იყო ჩვენთანაც, საკმაოდ კარგად იყო აზარტული თამაშები განვითარებული, თუმცა შეზღუდვებმა ეს რადიკალურად შეცვალა და დღესდღეობით უცხოური ოპერატორები ბევრად კარგად არიან წარმოჩენილები საქართველოს ბაზარზე, თუნდაც სარეკლამო სივრცეში, რადგან საქართველოს ხელისუფლება მათ ვერ აკონტროლებს, რადგან არ ხვდებიან იმ იურისდიქციის ქვეშ, რომელ ვებ-გვერდებზეც ისინი არეკლამებენ თავის თავს, შეიქმნა ბევრი ახალი აპლიკაცია თუ ვებ-გვერდი. 


შემოსავლების სამსახურს აქვს მათი დაბლოკვის სურვილი, მაგრამ იმდენად სწრაფად ვითარდებიან ეს არალეგალური საიტები, რომ უბრალოდ მათი დაწევა ტექნოლოგიურ განვითარებაში ძალიან რთულია, ამან გამოიწვია თანხების გადინება და 2022 წლის ბოლოს საქართველოდან უცხოურ აზარტული თამაშების საიტებზე გადარიცხული თანხა 2 მილიარდს მიაღწევს. ამას დაემატა ის 970 000 ადამიანი, რომლებსაც შეეზღუდათ წვდომა, აქ არიან სოციალური სტატუსის მქონე, საჯარო სექტორში მომუშავე და 25 ასაკზე ქვემოთ მყოფი ადამიანები“,  ამბობს გიორგი მამულაიშვილი.


აზარტული თამაშების ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, დღეს მოქმედი კანონი არ მუშაობს, რამაც აზარტული თამაშების ინდუსტრია მოწესრიგებული ბიზნესიდან უწესრიგო ჩარჩოებში გადაიყვანა.



დღესდღეობით თამაშდამოკიდებულთა სიაში დარეგისტრირდა 0.05 პროცენტი და ეს ძალიან მცირეა, აღმოჩნდა არც ისე ცუდად ყოფილა საქმე როგორც აქამდე საუბრობდენენ რომ თამაშდამოკიდებული ქვეყანა ვართ. ჩვენ მივიღეთ ის ფაქტი, რომ მოწესრიგებული ბიზნესი გადადის უწესრიგო ჩარჩოებში.


ჩვენი გათვლებით და იმ ინტენსივობით რითაც უცხოური არალეგალური საიტები შემოდიან ქართულ ბაზარზე, ისინი არადამკვიდრებულ გზას მიმართავენ, მათი მარჟა საკმაოდ მაღალია, რადგან დროებით მოგებაზე არიან ორიენტირებულნი. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად იმოქმედებს ლარის კურსზეც. დღეს რჩება ერთ-ერთი ლოგიკური გზა, რომ მისცენ ადგილობრივ ოპერატორებს განვითარების შესაძლებლობა, თუნდაც რაღაცა დოზით რომ ხელი შეუშალონ უცხოური საიტების აქ განვითარებას“, აღნიშნავს გიორგი მამულაიშვილი.


„აზარტული თამაშების რეგულირების ახალი კანონით“, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან, სათამაშო ბიზნესის დასაბეგრი ბაზის  65-70%-ით ზრდას ითვალისწინებდა.


გარდა ამისა, 2022 წლის პირველი მარტიდან თამაშების ორგანიზატორი ვალდებულია:

  • არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა, ან გადატანა;
  • აზარტული და მომგებიანი თამაშების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები;
  • აზარტული და მომგებიანი თამაშების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია;
  • თამაშების მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up