გადასახადების და აქტივობების კუთხით სასამართლოში ორი სარჩელი უკვე შეტანილი გვაქვს - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგია

გადასახადების და აქტივობების კუთხით სასამართლოში ორი სარჩელი უკვე შეტანილი გვაქვს - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგია

access_time2023-03-30 13:00:09

გადასახადების და აქტივობების კუთხით სასამართლოში ორი სარჩელი უკვე შეტანილი გვაქვს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ ორი განხილვა მოახდინა, მესამე საკმაოდ იწელება, — ამის შესახებ „კომერსანტს“ სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა.


მისი თქმით, სათამაშო ბიზნესი რეგულაციების წინააღმდეგი არ ყოფილა, თუმცა ის ფორმა, რა ფორმითაც კანონი უნდა ამოქმედდეს, მიუღებელია, რადგან მაღალი გადასახადების დაწესების შემდეგ არალეგალურ საიტებთან არათანაბარ კონკურენტულ გარემოში აღმოჩნდნენ.


„ლიცენზირების წინააღმდეგი არ ვართ, უბრალოდ გაუგებარია ის ფაქტი თუ რა კუთხით მოხდა ამის გაკეთება. ერთის მხრივ ამბობენ, რომ კაზინოები ცუდის მომტანია, მეორეს მხრივ კი მათ პოპულარიაზაციას ვუკეტებთ, რადგანაც თუ მართლა გვინდა რომ ონლაინ ლიცენზია აიღო ან არ გახსნა ობიექტი მაშინ უნდა გადაიხადო 5 მლნ ლარი, ხოლო თუ ობიექტს გახსნის 100 000 ლარი, ეს არ არის სწორი მიდგომა და მას მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს. „მიწის კაზინოზე“ ონლაინ კაზინოს მიბმა არაა სწორი მიდგომა, გარდა ამისა დაირღვა აზარტული თამაშების შესახებ პრინციპი. მართალია შემდეგ წელს სახელმწიფო მოსაკრებლების სახით მეტს მიიღებს, თუმცა ეს არ იქნება შედეგის მომტანი, რადგან ბიზნესისთვის ეს პირდაპირ დამატებითი გადასახადია და სხვა არაფერი.



ადგილობრივ ოპერატორს გადასახადებიდან გამომდინარე მარკეტინგული მიმართულების განვითარება უჭირს. უცხოური ოპერატორი, რომელიც არაა რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიაზე და არ ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას, იმ თანხას, რასაც ადგილობრივი ოპერატორი გადასახადებში იხდის, რეკლამაზე ხარჯავს“,  ამბობს გიორგი მამულაშვილი.


აზარტული თამაშობების შესახებ ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატების, ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების სანებართვო საქმიანობების განსახორციელებლად სექტორმა ლიცენზია უნდა მოიპოვოს სრულად 2024 წლიდან ამოქმედდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up