გადავწყვიტე, საბოლოოდ დავტოვო საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტი - ბექა გონაშვილი

გადავწყვიტე, საბოლოოდ დავტოვო საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტი - ბექა გონაშვილი

access_time2023-03-26 20:55:03

საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა - ბექა გონაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გააკეთა. ის წერს, რომ 2010 წლიდან მოყოლებული ასოციაციამ ბევრი გააკეთა, მაგრამ მაინც გადაუჭრელ პრობლემად რჩება ცხვრის გადასარეკი ტრასების დარეგისტრირება, მოწყობა და მისი მართვის იურიდიული საკითხები.

 

ბექა გონაშვილს მიაჩნია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა მეცხვარეთა ასოციაციის აქტიური ჩართულობით უნდა ხდებოდეს. მეორე მტკივნეული საკითხი მისთვის ცხვრის მატყლის ღირებულებაა.

 

გონაშვილი წერს, რომ ბოლო პერიოდში ბევრი წყენა შეხვდა, რომელიც ასოციაციის საქმიანობას უკავშირდებოდა, განსაკუთრებით საძოვრების გაიჯარების პროგრამასთან დაკავშირებით. ის მიიჩნევს, რომ „სწორი ნაბიჯებია გადადგმული და საძოვრის იჯარა მხოლოდ მას უნდა შეეძლოს, ვისაც ჰყავს მოსაძოვებელი და მეცხვარე და მეძროხე არ უნდა დაიჩაგროს გარეშე პირების მიერ.“

 

 

„2010 წლიდან მოყოლებული საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია / Shepherds Association of Georgia -ს ვხელმძღვანელობ. ერთ-ერთი აქტიური და „გაბაზრებული” ასოციაცია ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაფერი ისე ვერ მოვაწყვეთ, როგორც გულით გვინდოდა. განსაკუთრებულად ვეცადეთ პრაგმატულები ვყოფილიყავით და გამოგვეყვანა როგორც მთავრობასთან კოოპერაცია ისე ფერმერებთან თანამშრომლობით საერთო პრობლემების გადაწყვეტა:

 

- ირანის ბაზრის გახსნა (2010 წელი);

 

- ცხვრის გადასარეკი ტრასის დარეგისტრირება (2010-დან დღემდე ჩემი ტკივილია);

 

- სხვადასხვა საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებში ჩვენი სახელის დაფიქსირება, მათ შორის მატყლის მიმართულებით;

 


- სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობის მიღება ქართული ცხვრის პოპულარიზაციის კუთხით და ასევე სხვადასხვა ქვეყნებში სიახლეების და ჯიშების მიღწევების გაზიარება;

 

- გასაბანებლების (ბიო უსაფრთხოების წერტილების) მოწყობა, რომელიც მერსი ქორფსის და პირადად ჰელენ ბრადბერის ძალიან აქტიური ჩართულობით და დახმარებით მოეწყო. ახლა უკვე 7 ლოკაციაზეა, სადაც ფერმერებს შეუძლიათ გააბანონ წრპ და მრპ უფასოდ;

 

- ასევე მერსი ქორფსის დახმარებით დასაწყურებლების მოწყობა;

 

- სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრების გაიჯარის პროგრამა მიღებაში წვლილის შეტანა;

 

- აქტიური წვლილი შევიტანეთ სახელმწიფო იდენტიფიკაცია, რეგისტრაციის პროგრამის დანერგვაში (თუმცა ბევრი შეუსაბამობა და დაუხვეწობაა და ამაზე ბევრია სამუშაო რომ მივიღოთ ადეკვატური პროგრამა);

 

- არის კიდევ სხვა რიგი საკითხები, რომელსაც აღარ დავკონკრეტდები, ბევრიც იყო პერსონალური დახმარება.

 

მიუღწეველი საკითხები:

 

- დღემდე დიდი ტკივილია ჩემთვის ცხვრის გადასარეკი ტრასების დარეგისტრირება, მოწყობა და მისი მართვის იურიდიული საკითხები, რომელიც მიმაჩნია რომ მეცხვარეთა ასოციაციის აქტიური ჩართულობით უნდა ხდებოდეს.

 

- ცხვრის მატყლისთვის მეტი ღირებულების შეძენა. რომ აღმოვფხვრათ ახლანდელი პრობლემა, გადაყრა ჯობია ვიდრე გაყიდვა. ამაზე გვქონდა უკვე ძალიან ინოვაციური მიღწერა ნაპოვნი და იმედი მაქვს მომავალში ვინმე განახორციელებს, თუმცა მიმაჩნია რომ მატყლის პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია პროექტს, რომელიც მხოლოდ ფერმერთა გაერთიანებით, ანუ მეცხვარეთა ასოციაციით იქნება შესაძლებელი.

 

ბოლო პერიოდში ბევრი პირადი წყენა მივიღე ამ ასოციაციის საქმიანობით, განსაკუთრებით საძოვრების გაიჯარების პროგრამით, რაც მიმაჩნია რომ იდეალურისგან შორსაა, მაგრამ სწორი ნაბიჯებია გადადგმული და საძოვრის იჯარა მხოლოდ მას უნდა შეეძლოს, ვისაც ჰყავს მოსაძოვებელი და მეცხვარე და მეძროხე არ უნდა დაიჩაგროს გარეშე პირების მიერ

 

მე არ ვარ საჯარო პირი კლასიკური გაგებით, მაგრამ თმენის ვალდებულებაც ნამდვილად არ მაქვს, განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში, როცა ადამიანის უბრალოდ დაბრალება გინდა და არა გააზრება, გამოსავალი როგორ ვიპოვოთ. ცუდია, როცა ანალიტიკურ მოსაზრებას ვინმე მიზანმიმართულ გეგმად გითვლის ფერმერების მდგომარეობის გაუარესებისაკენ.

 

ამიტომ, გადავწყვიტე, ამჯერად საბოლოოდ დავტოვო საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტი, ასევე სხვა მომიჯნავე ორგანიზაციები, სადაც ვიყავი წარმოდგენილი როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ან მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენელი.

 

მინდა ყველას გადაგიხადოთ დიდი მადლობა ამ 13-წლიან თანამშრომლობის პერიოდზე წარმოშობილ ურთიერთობებზე, რომელიც ჩემთვის პირადად ძალიან ღირებულია“, - წერს ბექა გონაშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up