გადაზიდვების გაიაფების შესაძლებლობა გამოჩნდა

გადაზიდვების გაიაფების შესაძლებლობა გამოჩნდა

access_time2022-02-14 14:00:11

გლობალურ გადაზიდვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბიზნესი ალტერნატიულ გზებს ეზებს. ერთ-ერთ ასეთ შესაძლებლობად მიიჩნევა რევერსული გადაზიდვები, რაც ნიშნავს, რომ ტვირთებს გარკვეული კომპანიები უკვე წინმსწრებად გაამზადებენ, რაც ხარჯს დაახლოებით 25-30%-ით შეამცირებს. საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ჯერჯერობით სხვა არანაირი შესაძლებლობა არ არის, რომ გადაზიდვის ტარიფი შემცირდეს.


,,რუსეთის მიმართულებით აქტიურად მუშაობენ კომპანიები, რომლებმაც მიდგომა შეცვალეს და რევერსული ტვირთი უკვე წინმსწრებად აქვთ  გამზადებული. საქართველო და მეზობელი ქვეყნები ერთობლივად თუ დააყენებენ საკითხს, რევერსული ტვირთები მოძებნონ, კერძოდ, ჩვენი ქვეყნიდან რევერსული ტვირთი თუ ჩინეთში გავა, ბევრად გააიაფებს სარკინიგზო გადაზიდვებს ჩინეთიდან  საქართველოს მიმართულებით, რაც მომსახურების ხარჯს 25-30%-ით შეამცირებს. ლოგისტიკაში ეს არის ფაქტობრივად ახალი სიტყვა და თუ დავნერგავთ ამ მოდელს, ბუნებრივია, დიდი გარღვევა იქნება. ცხადია, ახალი მექანიზმის წარმატებით დანერგვას სჭირდება ფინანსურად ძლიერი ლოგისტიკური ქვეყნები რეგიონში, რომელიც ჯერჯერობით არ არის. ლოგისტიკის ასპექტით რეგიონში საკმაოდ დიდი ჩამორჩენაა“, - ამბობს პაატა ცაგარეიშვილი ,,კომერსანტთან“.


გარდა ამისა, როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, გადაზიდვებთან დაკავშირებით პრობლემის მოგვარება წელსაც შეიძლება გაჭირდეს, რადგან ლოგისტიკაში მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი დარღვეულია.

 


,,საგარეო ვაჭრობა 2021 წელს მკვეთრად არის აგზრდილი და ტენდენცია წელსაც გაგრძელდება. შესაბამისად, ეს იწვევს აუცილებლობას, რომ ახალი სატრანსპორტო საშუალებები ჩაერთოს. მოთხოვნის ზრდას ვერ ეწევა აუცილებელი ნებართვების რაოდენობა. ანალოგიური მდგომარეობაა თურქეთთან და ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებით. პირობითად, რუსეთი რომ ავიღოთ,  38 000 ნებართვა გვაქვს, მაგრამ ისე სწრაფად იზრდება საგარეო სავაჭრო ბრუნვა, რომ ნებართვები არასაკმარისია, ეს კი იწვევს სატრანსპორტო საშუალებების დეფიციტს“, - ამბობს ცაგარეიშვილი.

რაც შეეხება გადაზიდვებში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელების ხარჯს, როგორც პაატა ცაგარეიშვილი ,,კომერსანტთან“ განმარტავს, თითქმის გასამმაგებულია. მარტო საწვავის კომპონენტს მთლიან ხარჯში 45% უჭირავს, როცა 27-28% იყო. ხოლო კომპანიების მოგების მარჟა 18%-დან 12%-მდეა შემცირებული.

 

ამ ეტაპზე  ჩინეთიდან ერთი კონტეინერის გადაზიდვა 16 000 დოლარი ჯდება. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 14 000 დოლარს შეადგენდა. ეს მაშინ, როცა პანდემიამდე, ჯერ კდიევ 2019 წელს, ეს მაჩვენებელი 3000-4000 დოლარს არ აღემატებოდა.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up