გაძლებს ევროპა რუსული გაზის გარეშე?

გაძლებს ევროპა რუსული გაზის გარეშე?

access_time2022-07-23 11:00:32

ევროპა მძიმე ზამთრისთვის ემზადება. რუსეთმა მას უკვე შეუმცირა ბუნებრივი აირის მიწოდება, ამას კი თან დაერთო მილსადენჩრდილოეთის ნაკადთანდაკავშირებული დრამა. რუსეთმა ამ მარშრუტით გაზის ტრანსპორტირება 11 ივლისს, ათი დღით შეაჩერა და მიზეზად დაასახელაყოველწლიური გეგმური ტექნიკური მომსახურება“.

ხუთშაბათს გაზის მიწოდება აღდგა, თუმცა ევროკავშირი შიშობს, რომ რუსეთი გააგრძელებს ბუნებრივი აირის გამოყენებას მასზე ზეწოლის განსახორციელებლად. ეს კი პრობლემებს ბევრი სხვადასხვა კუთხით შექმნის.

აი, რა უნდა ვიცოდეთ ევროპის ენერგეტიკული კრიზისის შესახებ:

შეუწყვიტა თუ არა რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება?

ძალიან შეამცირა. უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ კრემლმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა 6 ქვეყანას და კიდევ ექვსს - შეუმცირა. ევროკავშირის უდიდესი ეკონომიკის ქვეყანას, გერმანიას, აირის მიწოდება ორი მესამედით აქვს შემცირებული. რუსული მხარე ამას მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 1-თან“ დაკავშირებული პრობლემებით ქმნის - ამბობს, რომ კანადა, სანქციების გამო, არ აძლევს ტურბინებს, რომელიც მილსადენის ოპერირებისთვისაა საჭირო, თუმცა ევროპის ლიდერები ამ არგუმენტს არ იღებენ და ამბობენ, რომ გაზის მიწოდების შემცირება პოლიტიკური მიზნებითაა გამოწვეული

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა ზამთრისთვის აირის მარაგების შევსებას ცდილობს, რაც რთული საქმეა - მოთხოვნა მატულობს, მიწოდება კი - იკლებს. ამჟამად ევროპას ზამთრისთვის საჭირო გაზის 65% აქვს მომარაგებული.

რატომაა რუსული გაზი ასე მნიშვნელოვანი?

ომამდე რუსეთი ევროპას ბუნებრივი აირის 40 პროცენტით ამარაგებდა. ახლა კი მხოლოდ 15%-ს აწვდის. ამან ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რაც, თავის მხრივ, მძიმე ტვირთად დააწვა ისეთ ინდუსტრიებს, რომლებიც გაზზე არიან დამოკიდებულნი.

ბუნებრივი აირი ხომ მხოლოდ გასათბობად არ გამოიყენება - ის სასიცოცხლოდ აუცილებელია, მაგალითად, ავტომობილებისთვის ფოლადის ჩამოსასხამად, შუშის ბოთლების დასამზადებლად ან რძისა და ყველის პასტერიზებისათვის. ეს ქარხნები კი ისეა მოწყობილი, რომ მათი გადაყვანა ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე სწრაფად არ ხერხდება. მეტიც, ზოგ შემთხვევაში აპარატურა გაფუჭდება, თუ მას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

პრობლემების ეს ჯაჭვი ფასების ზრდას იწვევს. ევროპას ისედაც უჭირს რეკორდულ ინფლაციასთან გამკლავება და ამას თან, შესაძლოა, ეკონომიკური რეცესიაც დაერთოს.

რა არის „ჩრდილოეთის ნაკადი 1“?

ეს მილსადენია, რომელიც ბუნებრივ აირს რუსეთიდან გერმანიას აწვდის, ბალტიის ზღვის გავლით. ეს რუსეთის გაზის მთავარი წყაროა გერმანიისთვის. რუსეთიდან ევროპას გაზი კიდევ სამი მილსადენით მიეწოდებოდა. აქედან ერთი, რომელიც პოლონეთსა და ბელარუსს გაივლის, გათიშულია. მეორე, რომელიც უკრაინასა და სლოვაკეთს გაივლის, მუშაობს, თუმცა შემცირებული რაოდენობით. იგივე მდგომარეობაა მესამე მილსადენზე, რომელიც თურქეთიდან და ბულგარეთისკენ მიემართება.

ევროპას ბუნებრივი აირი მიეწოდება სხვა მილსადენებითაც - ნორვეგიიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და აზერბაიჯანიდან.


რას იგებს პუტინი?

რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტი შემცირდა, თუმცა, გაზრდილი ფასების გამო, პუტინი მოგებაშია. „ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო“ ვარაუდობს, რომ რუსეთმა ბოლო 5 თვეში ევროპაში ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან უკვე იმაზე ხუთჯერ მეტი შემოსავალი მიიღო, რასაც ადრე მთელი ზამთრის განმავლობაში იღებდა.

ევროპის ენერგეტიკული კრიზისი პუტინს ორმხრივად აძლევს ხელს. ერთი - მოგება მეტი აქვს. მეორე - ევროპის მოსახლეობას კომუნალური გადასახადებიც ეზრდება და ევროკავშირის ეკონომიკაც ზარალდება. ამან, შესაძლოა, შეამციროს უკრაინის მხარდაჭერა და გაზარდოს შანსი, რომ ევროპა დათანხმდეს რაიმე საზავო შეთანხმებას, რომელიც კრემლისთვის ხელსაყრელი იქნება.

ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ კრემლმა სულაც უარი თქვას ენერგიის ექსპორტით მიღებულ შემოსავალზე და სანაცვლოდ ევროპა კიდევ უფრო რთულ ვითარებაში ჩააყენოს.


რის გაკეთება შეუძლია ევროპას?

ევროპამ გაზარდა თხევადი ბუნებრივი აირის (Liquified Natural Gas – LNG) იმპორტი აშშ-დან და კატარიდან. თუმცა, LNG უფრო ძვირია და ევროპის ქვეყნებს საკმარისი ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ მისი დიდი რაოდენობით მიღებისთვის. საჭირო ტერმინალების გამართვას კი წლები დასჭირდება. ისედაც, LNG საკმარისი არ არის. მსოფლიოს უდიდესი ექსპორტიორები ახლა მთელი დატვირთვით მუშაობენ და მათი ძალისხმევა ევროპის მოთხოვნებს მაინც ვერ აკმაყოფილებს.

ევროპა ცდილობს მაქსიმალურად დაზოგოს ენერგია. ევროკავშირმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ნებაყოფლობით შეამცირონ გაზის მოხმარება 15 პროცენტით. ევროკომისია კი ცდილობს მიიღოს მანდატი, რათა უფლება ჰქონდეს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სავალდებულო შეზღუდვები დაუწესოს - თუ გაზის დეფიციტი საშიშ დონეს მიაღწევს. ამ წინადადებას ბლოკის ენერგეტიკის მინისტრები შემდეგ კვირას განიხილავენ.

ევროპის ქვეყნები ასევე ცდილობენ ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამონახვას - იტალიის, საფრანგეთისა და ევროკავშირის ლიდერებმა ამ კვირას ხელშეკრულებები გააფორმეს ალჟირთან, აზერბაიჯანსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.

შეიძლება, რომ ზამთარში ხალხი გაიყინოს?

წესით, სახლები, სკოლები და საავადმყოფოები გათბობის გარეშე არ დარჩებიან - ქვეყნებს ევალებათ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, გაზი პირველ რიგში ბიზნესებს შეუზღუდონ. გერმანია ასევე უფლება აძლევს გაზის მიმწოდებლებს, რომ გაძვირებული ფასი მომხმარებელს გადაახდევინონ.

თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს მაინც გაჩერებულ ინდუსტრიებს და გაზრდილ გადასახადებს ნიშნავს.

ევროპის ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ გაზის დაზოგვა ახლავე დაიწყონ. ექსპერტების თქმით, ეს ზამთარი იქნება ევროპული სოლიდარობის ისტორიული ტესტი. ამ ტესტში ჩაჭრას კი შეიძლება ისტორიულად ცუდი შედეგი მოჰყვეს.


წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up