გაძვირდება ავტომობილები, დეფიციტი გაჩნდება მეორადი ავტონაწილების - ავტოიმპორტიორთა ასოციაცია შეზღუდვების მოსალოდნელ შედეგებზე

გაძვირდება ავტომობილები, დეფიციტი გაჩნდება მეორადი ავტონაწილების - ავტოიმპორტიორთა ასოციაცია შეზღუდვების მოსალოდნელ შედეგებზე

access_time2023-03-07 14:20:51

2024 წლიდან საქართველოში ევრო5 ზე დაბალი სტანდარტის ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. მთავრობის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განხილული ინიციატივა ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას ისახავს მიზნად.


შეზღუდვის ამოქმედების შემთხვევაში საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაცია ავტომობილებზე ფასის მატებას პროგნოზირებს. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა დარბაისელმა რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში განაცხადა, მსგავსი მკვეთრი ცვლილებისთვის მოსახლეობა მზად არაა.

 

„სუფთა ჰაერი აუცილებელია ჩვენთვისაც და ჩვენი შვილებისთვისაც. მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით მოსახლეობა არ არის მზად ასეთი მკვეთრი ცვლილებებისთვის, რადგანაც რამდენიმე წლის უკან ავტოპარკის განახლების მიზნით აიწია და გაძვირდა განბაჟების აქციზი, ანუ რაც უფრო ძველია ავტომობილი, მით უფრო ძვირი ჯდება მისი განბაჟება. ჰიბრიდული ტიპის ავტომობილის განბაჟება ნაკლები გვიჯდება საწვავზე მომუშავე ავტომობილთან შედარებით. ამან მოგვცა ის, რომ დიდი რაოდენობით შემოვიდა ის ავტომობილები, რომელთა განბაჟებაც უფრო იაფი ჯდება. შესაბამისად ის რომ ავკრძალოთ და ასეთი მკაფიო ნაბიჯი გადავდგათ, ვფიქრობ არ იქნება მართებული. ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი წილი ვერ შეძლებს 2013 წლის ზევით ავტომობილების შეძენას. რეალურად ვისაც შესაძლებლობა აქვს, რომ შეიძინოს ახალი ავტომობილი, ისედაც შეიძენს, - განაცხადა ლაშა დარბაისელმა.


მისი თქმით, გაძვირდება არა მხოლოდ ავტომობილები, არამედ მეორადი ავტონაწილებიც.

 


„არამხოლოდ ავტოიმპორტიორი ზარალდება, არამედ მოსახლეობაც და ბიუჯეტიც. ადგილობრივ ბაზარზე გაძვირდება უკვე შემოყვანილი და განბაჟებული ავტომობილები. ამავდროულად დეფიციტი გაჩნდება და გაძვირდება მეორადი ავტონაწილები. მნიშვნელოვანი გაძვირება იქნება თუ ასეთი მკაფიო ნაბიჯი გადავდგით,“- აღნიშნა დარბაისელმა.

 

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ეს უარყოფითად აისახება ასევე ავტომობილების რეექსპორტზეც:

 

ძირითად შემთხვევაში ჩვენ დამოკიდებულები ვართ რეექსპორტზე და გატანით უფრო დაინტერესებულები ვართ ვიდრე ადგილობრივი ბაზრით, რადგანაც დიდი რაოდენობით ავტომობილები გადის, გვყავს პარტნიორები აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი,

 

მაქვს კითხვა ამ აკრძალვის პირობებში რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი ჩამოვიდა საქართველოში და ვერ მოხერხდა 3 თვის განმავლობაში რეექსპორტი და იმპორტიორს უწევს 3 თვის ვადაში განბაჟება? ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან როგორც ავტოიმპორტიორები, ასევე ადგილობრივებიც, - განაცხადა დარბაისელმა.

 

2022 წლის ბოლოსათვის საქართველოში 1 563 200 ავტომობილი იყო რეგისტრირებული. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ცხადყოფს.  მათივე მონაცემებით, საქართველოში არსებული 1 563 200 ავტომობილიდან 1 296 400 ანუ 82,9% 10 წელზე მეტი ასაკის არის. ამასთან, საქსტატის ცნობით, 24 100 ავტომობილი 2 წლის ან ნაკლები ასაკისაა; 35 600 2-5 წლამდე ასაკის; 200 000 ავტომობილი 5-10 წლამდე; ხოლო 7 200 ავტომობილის ასაკი უცნობია.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up