გაძვირდება გაზი - გაძვირდება პროდუქცია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“კომპანია „ტკბილი ქვეყნის“ კომერციულმა დირექტორმა განუცხადა. კახა ყრუაშვილის თქმით, გაზის ტარიფის მატების პარალელურად, გარდაუვალია პროდუქციაზე ფასების მომატებაც.
„რა თქმა უნდა, კომუნალურები პირდაპირ დამოკიდებულია ფასზე. გაძვირდება გაზი, გაძირდება დენი, გაძვირდება პროდუქციაც“, - განუვხადა მან „ბიზნესპრესნიუსს“.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 1-ლი ივლისიდან, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ბუნებრივი გაზის ღირებულება იზრდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. დედაქალაქში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ბიზნესისთვის 1.35 ლარი ხდება, ხოლო რეგიონებში -1.38 ლარი.
bpn.ge