გაძვირდება თუ არა პური - ფასის შენარჩუნების ყველა რესურსი თითქმის ამოიწურა

გაძვირდება თუ არა პური - ფასის შენარჩუნების ყველა რესურსი თითქმის ამოიწურა

access_time2022-01-12 15:00:27

თბილისსა და რეგიონებში პურის ფასი მწარმოებლებს ფაქტობრივად ხელოვნურად უჭირავთ. ამის მიზეზი ხორბლის გაძვირებასთან ერთად, ენერგომატარებლების გაზრდილი ტარიფებია, რასაც ბიზნესი უკვე რთულად უმკლავდება. პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელის  მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, ენერგომატარებლები, რომლის წილიც პურის წარმოებაში 22%-ია, 1 წელიწადში 50%-ით არის გაზრდილი, რაც მეწარმეებისთვის დიდი ტვირთია და ფასის შენარჩუნების შესაძლებლობას თითქმის არ ტოვებს.



მიუხედავად ამ ნეგატიური მოცემულობისა, მალხაზ დოლიძე გადაჭრით ვერ ამბობს, გაძვირდება თუ არა პური. იმის გამო, რომ საქმე სოციალური პროდუქტის ფასს ეხება, მეწარმეები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მომხმარებელს პური არ გაუძვირონ, თუმცა ამის  შესაძლებლობა უკვე ნაკლებადაა.



,,იმპორტი გაძვირდა და ამან სერიოზული პრობლემა შექმნა, მთავრობა აღებულ კურსზე უარს არ ამბობს და მაქსიმალურად ცდილობს წისქვილკომბინატების მხარდაჭერას, რის გამოც ხორბლის იმპორტზე მეტი ორიენტირია, ფქვილისგან განსხვავებით. ამან ხარჯის საგრძნობი ზრდა გამოიწვია. დიდი პრობლემაა ენერგომატარებლებიც,  სრულიად დამაბნეველი სიტუაციაა. განსაკუთრებით რეგიონებში გართულდა სიტუაცია. მეწარმეები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ზოგ საცხობს სხვა ფასად აწვდიან ბუნებრივ არის, ზოგს - სხვა ფასად, ანუ უფრო ძვირად.  ის არგუმენტი, რომ  ეს „სოკარია“, ის „თბილისი ენერჯი“ და გადასახადი ამიტომაა სხვადასხვა,  გაუგებრად მეჩვენება.  შესაძლოა,  მხედველობაში აქვთ ის სია, რომლითაც პურპროდუქტების საწარმოები სუბსიდირებაში იყვნენ მოქცეულნი, სულ სხვა თემაა, რადგან ეს საკითხი იყო ფქვილთან დაკავშირებული და არა ენერგომატარებლებთან. ბიზნესი ამხელა გადასახადის გადახდას ვერ შეძლებს, 50%-ით მატებაზეა საუბარი. ამიტომ გააქტიურდა პურის გაძვირების საკითხი, შეიძლება ითქვას, რომ დღეს მაჭარივით დუღს ეს სიტუაცია“, - აცხადებს  მალხაზ დოლიძე ,,კომერსანტთან“. 



პურის ფასთან დაკავშირებით საუბრობენ მწარმოებლები, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ითვალისწინებენ მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობას და პროდუქტის გაძვირებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.




კომპანია ,,თემქის პურის“ დირექტორის დალი კუპატაძის თქმით, ჯერჯერობით ფასს შეინარჩუნებენ, თუმცა მასიურად თუ გაძვირდა პროდუქტი, სავარაუდოდ, გარკვეული ზომების მიღება მოუწევთ.



,,2021 წელს 2-ჯერ გაძვირდა პური 10-10 თეთრით, ჩვენ ეს ტენდენცია მხოლოდ ერთხელ ავსახეთ და შემოდგომისას 10 თეთრით გავზარდეთ ფასი.  ახლა მთავარია, ფქვილის ღირებულება შენარჩუნდეს, ყველაზე მგრძნობიარე თემაა პური, სოციალური პროდუქტია და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ გაძვირდეს. თუმცა ხარჯი საკმაოდ გაზრდილია,  ამ ეტაპზე   ხელოვნურად გვიჭირავს ფასი.  სანამ შეგვეძლება, საფასო პოლიტიკის გადახედვას არ ვაპირებთ, მაგრამ თუ მასიურად გააძვირებენ პურს, ალბათ შესაბამის გადაწყვეტილებას ჩვენც მივიღებთ. ჯერჯერობით კი კბილებით, მაგრამ მაინც გვიჭირავს ფასი“, - ამბობს დალი კუპატაძე ,,კომერსანტთან“.



შეგახსენებთ, რომ რუსეთში ხორბლის საექსპორტო გადასახადმა ისევ მოიმატა. 11 იანვრიდან  მთავარი საექსპორტო მარცვლეულის გადასახადი ერთ ტონაზე 94.9 დოლარიდან 98.2 დოლარამდე გაიზარდა.



საექსპორტო გადასახადი მარცვლეულის საინდიკაციო ფასებით არის განპირობებული, რომელიც 1 ტონა ხორბალზე 340.4 დოლარს (1 კვირით ადრე 335.6 დოლარს), ქერზე - 308.2 დოლარს (1 კვირით ადრე 304.4 დოლარი), სიმინდზე კი 281.8 დოლარს (1 კვირით ადრე 283.6 დოლარი) შეადგენს.




მოგეხსენებათ, რომ საქართველოსთვის რუსეთი ხორბლის მთავარი მიმწოდებელი ქვეყანაა. მიმდინარე წლის 11 თვეში იმპორტირებული 352 576 ტონა ხორბლიდან 324 322 ტონა რუსეთიდან შემოტანილ ხორბალზე მოდის, რომლის ღირებულება 82.9 მლნ დოლარია.



მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up