24 თებერვალს რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ უკრაინა თითქმის 680 000-მა ადამიანმა დატოვა, მათი რიცხვი სწრაფად იზრდება. ინფორმაციას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ხელმძღვანელი ფილიპო გრანდი ავრცელებს.
სააგენტოს წინასწარი პროგნოზით ოთხ მილიონზე მეტ უკრაინელ ლტოლვილი შეიძლება მეზობელ ქვეყანაში გადავიდეს.
,,ჩვენ ვუყურებთ იმას, რაც შეიძლება გახდეს ევროპის ყველაზე დიდი ლტოლვილთა კრიზისი ამ საუკუნეში“, - წერს ფილიპო გრანდი.
უკრაინიდან წასულთა ნახევარზე მეტი პოლონეთში გადავიდა. სამშაბათს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატის ინფორმაციით საზღვარი 377,400 ადამიანმა გადაკვეთა, მათგან უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.
ipn.ge