ნახშირბადის გამონაბოლქვი ბრინჯის და ყავის წარმოებას მნიშვნელოვნად შეამცირებს ინდონეზიაში. ეს უკანასკნელი ორივე კულტურის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელია მსოფლიოში. ამის შესახებ გაეროს კლიმატის ცვლილების ოფისის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია საუბარი.
კვლევამ სახელწოდებით „კლიმატის ცვლილების გავლენა ინდონეზიის სოფლის მეურნეობაზე“ დაადგინა, რომ მიმდინარე კლიმატის ცვლილება წელიწადში მილიონობით ტონა ბრინჯის წარმოებას შეამცირებს ინდონეზიაში, რაც მის ფასს 50%-ზე მეტით გაზრდის.
ინდონეზიიდან ყავის ექსპორტი შეიძლება 32-35%-ით შემცირდეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ყავა Arabica-სა და Robusta-ზე ფასი 2050 წლისთვის 32%-ით გაიზრდება, 2050-დან 2100 წლამდე - 56-109%-ით .
მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში ძირითადად ინდონეზიის ეკონომიკურ და სასურსათო უსაფრთხოებაზეა ყურადღება გამახვილებული, იქ ასევე ხაზგასმულია ის, რომ ქვეყანაში ყავის და ბრინჯის წარმოების შემცირება გლობალური მიწოდების ჯაჭვზე იმოქმედებს და სხვა ქვეყნების მომხმარებლები შეიძლება სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.
„ინდონეზია მსოფლიოში მეოთხე უმსხვილესი ბრინჯის მწარმოებელია და მოსავლის შემცირებამ შეიძლება კატასტროფული გავლენა მოახდინოს მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ხალხზე“, ნათქვამია კვლევაში.