ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 84 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა.
ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი (UNHCR) აღნიშნავს, რომ იძულებითი გადაადგილება ძირითადად კლიმატის ცვლილების შედეგებითა და ძალადობით იყო გამოწვეული, განსაკუთრებით აფრიკის რეგიონში.
„საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ ახერხებს ძალადობის, დევნისა და ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენციას, რაც ადამიანებს კვლავ აიძულებს საკუთარი სახლები დატოვონ. გარდა ამისა, კლიმატის ცვლილების შედეგები ბევრ რეგიონში არსებულ დაუცველობას ამძაფრებს“, - ნათქვამია ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის განცხადებაში.
გაეროს მონაცემებით, შიდა გადაადგილება, განსაკუთრებით აფრიკაში, 51 მილიონ ადამიანს შეადგენს. გარდა ამისა, ლტოლვილთა რაოდენობა თითქმის 21 მილიონამდე გაიზარდა.
imedinews.ge