გაეროს ინფორმაციით, შარშან თებერვალში რუსეთის ჯარების შეჭრიდან დღემდე უკრაინაში დაღუპულია თითქმის 8,5 ათასი სამოქალაქო პირი, 14 ათასზე მეტი დაიჭრა.
მსხვერპლის დიდი უმრავლესობა მოდის ტერიტორიებზე, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს: 6,5 ათასზე მეტი დაღუპული და 11,6 ათასზე მეტი დაჭრილი.
იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, დაიღუპა 1,9 ათასი და დაიჭრა 2,5 ათასი სამოქალაქო პირი. მათ შორის 650-ზე მეტი დაღუპული და 2300-ზე მეტი დაჭრილი მოდის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების იმ ნაწილებზე, რომლებსაც რუსეთი აკონტროლებს, იტყობინება გაერო.
გაეროს ექსპერტები დასძენენ, რომ სინამდვილეში სამოქალაქო პირებს შორის დაღუპულთა რაოდენობა საგრძნობლად მეტი შეიძლება იყოს.