გაერო საზღვაო ვაჭრობაში გაჩენილ სახიფათო ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას

გაერო საზღვაო ვაჭრობაში გაჩენილ სახიფათო ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას

access_time2022-12-02 15:00:19

გაერო საზღვაო ვაჭრობაში გაჩენილ სახიფათო ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას. ბოლო 26 წლის განმავლობაში, TOP-20 ოპერატორის წილი ბაზარზე გაორმაგდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბაზრის ბოროტად გამოყენება. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) 2022 წლის საზღვაო ტრანსპორტის ანგარიშში.



”1996-დან 2022 წლამდე, TOP-20-მა გადამზიდავმა ბაზრის წილი 48%-დან 91%-მდე გაზარდა, ანუ თითქმის გაორმაგდა. და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ოთხმა უმსხვილესმა გადამზიდავმა გაზარდა ბაზრის წილი და აკონტროლებს მსოფლიო სიმძლავრის ნახევარზე მეტს, ”- ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა ორგანიზაციის ვებგვერდზე.  გაეროს შეფასებით, ეს გამოიწვევს ნაკლებ კონკურენციას, შეზღუდულ მიწოდებას და უფრო მაღალ ტარიფებს გადამზიდავებისთვის მთელს მსოფლიოში.



ვითარება ყველაზე დაძაბულია პატარა კუნძულოვან განვითარებად ქვეყნებში, მათ შორისა: ჰაიტი, კუბა, იამაიკა და პუერტორიკო. ამ ბაზრებზე ხშირად მხოლოდ ერთი მონოპოლისტია.



გაერო ასევე შეშფოთებულია გემების მოცულობით. ბოლო 16 წლის განმავლობაში გემებმა გაზარდეს მათი ზომები ორნახევარჯერ - 9,380-დან 23,992 TEU-მდე.




„ყველა ქვეყანაში ყველაზე დიდი გემის ზომა თითქმის სამჯერ გაიზარდა. გემები უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე ტვირთის მოცულობა მათ შესავსებად“, - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.



UNCTAD მოუწოდებს კონკურენციის და საპორტო ორგანოებს ერთობლივად შეიმუშაონ ზომები საზღვაო ტრანსპორტის მონოპოლიასთან საბრძოლველად „გაეროს წესებისა და პრინციპების კოდექსი კონკურენციის სფეროში“.



გარდა ამისა, UNCTAD-ის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს სჭირდებათ ფოკუსირება საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაზე, აქტიური ინვესტიციები პორტებისა და კომუნიკაციების მშენებლობაში, რათა გაიზარდოს ეკონომიკის მდგრადობა მომავალში მიწოდების ჯაჭვებში შესაძლო კრიზისების მიმართ.



„ბოლო ორი წლის განმავლობაში მიწოდების ჯაჭვის კრიზისმა აჩვენა, რომ საზღვაო ლოჯისტიკაში მიწოდებასა და მოთხოვნას შორის შეუსაბამობა იწვევს ტვირთების ტარიფების ზრდას, გადატვირთულობას და მიწოდების ჯაჭვებში დიდ შეფერხებებს“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.



დოკუმენტში მოცემულია მტკიცებულებებზე დაფუძნებული მაგალითები. 2021 წელს ტვირთის გადაზიდვის ტარიფები ხუთჯერ გაიზარდა კოროვირუსული პანდემიის წინა დონესთან შედარებით. 2022 წლის დასაწყისში მათ მიაღწიეს ყველა დროის მაქსიმუმს, რამაც გამოიწვია სამომხმარებლო ფასების მკვეთრი ზრდა. ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის შუიდან ტარიფების კლება დაიწყო, ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ისინი კვლავ მაღალია, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up