უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილთა უდიდესი ტალღა გამოიწვია, - ამის შესახებ 8 იანვარს გაეროს ლტოლვითა უწყებამ განაცხადა.
„7,9 მილიონმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა და კიდევ 5,9 მილიონი, ქვეყნის შიგნით გადაადგილებულ პირად ითვლება“ - აღნიშნა გაეროს ლტოლვილთა უზენაესი კომისარიატის წარმომადგენელმა გერმანიაში კატარინა ლუმპმა.
ლტოლვილთა საერთო რიცხვი უკრაინის მთელი მოსახლეობის მესამედზე მეტია.
Dpa-ს თანახმად, ლტოლვილთა მხარდაჭერის მხრივ გერმანია მხოლოდ აშშ-ს ჩამოუვარდება. მის მიერ გაღებული თანხა 500 მილიონ დოლარს უდრის.