გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერიშმა უკრაინის ომის გამო სურსათის სფეროში კრიზისის შესახებ დეტალური ანალიზი წარმოადგინა. გაეროს ანალიტიკური ჩანაწერის თანახმად, რუსეთსა და უკრაინაზე ხორბლისა და ქერის მსოფლიო მოსავლის 30% მოდის.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
ამის შესახებ RBC-Ukraine CGTN-ზე დაყრდნობით წერს.
ანალიზის თანახმად, რუსეთსა და უკრაინაზე სიმინდის გლობალური მოსავლის მეხუთედი და მზესუმზირას ზეთის ნახევარზე მეტი მოდის. მსოფლიო ბაზრებზე ამ პროდუქციის მიწოდება სულ უფრო მცირდება. გაეროს შეფასებით, უკრაინის ომმა შიმშილობამდე და სიღატაკემდე შეიძლება მიიყვანოს დაახლოებით 1,7 მლრდ ადამიანი – მთელი კაცობრიობის მეხუთედზე მეტი.
გაეროს გენმდივანი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შედარებით მოწყვლადი ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდებს. ასევე მოუწოდებს ამ ორგანიზაციებს, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნების მთავრობებს სოციალური დაცვის გაძლიერებაში დაეხმარონ. ასევე, გაეროს გენმდივანი გლობალური საფინანსო სისტემის რეფორმირებას ითხოვს, უთანასწორობის შემცირების მიზნით.