გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს თხოვნას ქვეყნისთვის უცხო ენებზე სახელის შეცვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ თურქული სააგენტო ანადოლუ წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე
საერთაშორისო და ოფიციალურ დოკუმენტებში თურქეთის სახელი შეიცვალა და ამიერიდან Turkey–ს ნაცვლად ჩაიწერება Türkiye. ამ საკითხზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენმდივანს ანტონიო გუტერიშის ოფიციალურად მიმართა. აღნიშნული ცვლილება ძალაში თხოვნის მიღებისთანავე შევიდა.