გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს ბანკი „მეწარმე ქალთა სკოლას“ იწყებენ

გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს ბანკი „მეწარმე ქალთა სკოლას“ იწყებენ

access_time2022-02-14 11:20:00

ბიზნესში ქალთა ლიდერობის მხარდაჭერის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოს ბანკმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ისინი უპრეცედენტო დახმარებას გაუწევენ ქალების მიერ შექმნილ ორასამდე დამწყებ საწარმოს, რაც მცირე და საშუალო ბიზნეს-გარემოში თამაშის წესების შეცვლას შეუწყობს ხელს.



„მეწარმე ქალთა სკოლა“, რომელიც ამ პარტნიორობის ფარგლებში დაარსდება, მეწარმე ქალებს მათი ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ საუკეთესო მოდელს, ბიზნესის ხელშეწყობის 360-გრადუსიან მიდგომას, შესთავაზებს. ეს უნიკალური მოდელი ახლად შექმნილი საწარმოს მხარდაჭერის სრულ ციკლს ითვალისწინებს და ოთხ ძირითად სფეროს მოიცავს - თეორიულ განათლებას, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას, დაფინანსებაზე წვდომასა და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნას.



„მეწარმე ქალთა სკოლა“ საქართველოს ბანკის, შვედეთის მთავრობისა და UNDP-ის ფინანსური ხელშეწყობით შეიქმნება.


სკოლის შექმნა და განვითარება განხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევას ემსახურება.


გაეროს განვითარების პროგრამასა და საქართველოს ბანკს შორის დადებული შეთანხმების ხელმოწერას UNDP-ის რეგიონული დირექტორი მირიანა შპოლიარიჩ ეგერი დაესწრო, რომელიც ღონისძიებას დისტანციურად, ნიუ-იორკიდან შეუერთდა.



„გენდერული თანასწორობის მიღწევა თანამედროვე ბიზნესის იმპერატივია. ეს კომპლექსური საკითხია, რომლის გადაწყვეტა სხვადასხვა გზით შეიძლება. ქალებმა უნდა გაითავისონ, რომ მათი მომავალი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღებას სხვას ვერ ანდობენ. მივესალმებით ამ მხრივ კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით თუკი ჩვენი პარტნიორობის შედეგად მეწარმე ქალები პროფესიულ ზრდასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას შეძლებენ“, - განაცხადა მირიანა შპოლიარიჩ ეგერმა.




შეთანხმებას ხელი მოაწერეს UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა და საქართველოს ბანკის, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.



„საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა მხარდაჭერის მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს. „მეწარმე ქალთა სკოლა“ გაეროს განვითარების პროგრამასთან პარტნიორობითა და, წინასწარი მოკვლევის შედეგად, მეწარმე ქალების საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ოთხი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა, რაზეც პროგრამა იქნება კონცენტრირებული. ესენია: განათლება, მხარდაჭერა და ქოუჩინგი, გამოცდილების მიღება და თანამშრომლობა. დარწმუნებული ვართ, რომ პროგრამა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალთა გაძლიერებაში და მათი საქმიანობის სამომავლო ხელშეწყობაში“, - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა.



„ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ქალთა გაძლიერება ეკონომიკის გაჯანსაღების, ადამიანების კეთილდღეობის ზრდისა და თანასწორობის განმტკიცების გზაა. იმედი მაქვს, რომ „მეწარმე ქალთა სკოლა“ წარმატებული ბიზნეს-პროექტების ტალღას შექმნის, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნის საქმეში“, - აღნიშნა ნიკ ბერესფორდმა.



ქალთა მიერ შექმნილი საწარმოები ქართული ბიზნესის ერთ-ერთი დინამიკური სექტორია, თუმცა მთლიანობაში, ბიზნეს-გარემო კვლავ მეტწილად კაცების ასპარეზია. ქალთა მფლობელობაში მყოფი ბიზნესი ყოველწლიურად დარეგისტრირებული ახალი საწარმოების მესამედზე ნაკლებს შეადგენს. 2017 და 2019 წლებს შორის, ეს მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა კიდეც და 29 პროცენტს არ აღემატებოდა.



საქსტატის მონაცემებით, ქართველი ქალების 59.5 პროცენტი სამუშაო ძალის გარეთაა დარჩენილი. მსოფლიო ბანკი ამ ვითარებას შრომის ბაზრის დაკარგულ რესურსად მიიჩნევს, რომლის გამოც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 11 პროცენტზე მეტს კარგავს. [წყარო: ქალები ბიზნესში , 2021. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი]



გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი „მეწარმე ქალთა სკოლა“ სწორედ ამ კომპლექსურ გამოწვევებს ეხმიანება. სკოლის დანიშნულებაა დახმარება გაუწიოს მეწარმე ქალებს და ბიზნესის სამყაროში გამარჯვება ასწავლოს.


NS






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up