„გვალვა, ანომალიური სიცხე და წყალდიდობები დამანგრეველ გავლენას ახდენს სურსათის წარმოებაზე.“
ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა Twitter-ზე დაწერა.
„განვითარებული გლობალური სასურსათო კრიზისი ვერ შეჩერდება მანამ, სანამ ქვეყნები კლიმატის ცვლილების შეჩერებაზე არ იზრუნებენ. გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP27-ზე) ლიდერებმა უნდა ავიღოთ ვალდებულება, რომ ისეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომლებიც მოსალოდნელ შიმშილს შეაჩერებს და თავიდან აგვაცილებს,“ წერს ანტონიო გუტერესი.