„ქალაქები მსოფლიო დღის პატივსაცემად მრავალი ქალაქი განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადადის და კლიმატისადმი მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობენ“, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ტვიტერზე დაწერა.
ბევრი ქალაქი უკვე გადადის განახლებად ენერგიაზე, ადგენს მყარ ნულოვანი ემისიის სამიზნეებს და კლიმატისადმი მდგრადი ინფრასტრუქტურას აშენებს. ქმედებები, რომლებსაც ქალაქები ადგილობრივად მდგრადი სამყაროს ასაშენებლად ახორციელებენ, გლობალურად გავრცელდება, - ნათქვამია ტვიტში.
ქალაქების მსოფლიო დღე ყოველწლიურად 31 ოქტომბერს აღინიშნება. მისი მთავარი მიზანი გლობალური ურბანიზაციის პრობლემებზე და მდგრადი ურბანული განვითარების მნიშვნელობაზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევაა.