მსოფლიო საზოგადოებამ უნდა გადაჭრას რუსული სასუქების ბაზრებზე წვდომის პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალ წელს მსოფლიო სურსათის დეფიციტს წააწყდება.
ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თუ ჩვენ არ მოვაწესრიგებთ სასუქების ბაზრებს, 2023 წელს საკვების სექტორში პრობლემები შეგვექმნება“, - განაცხადა მან.
გუტერეშმა დასძინა, რომ გაერო სრულად არის მოწოდებული რუსეთის სურსათისა და სასუქების ექსპორტისთვის ბარიერების მოხსნისკენ.